24 თებერვალს რადიო ივრისის ოფისში პირველი ტრენინგ-სემინარი ჩატარდა.
შეხვედრას ის ადგილობრივი ახალგაზრდები ესწრებოდნენ, ვინც უახლოეს მომავალში პირველი სიტყვა უნდა თქვას ინტეგრირებისა და თემში არსებული ინფორმაციული ვაკუუმის დაძლევის თვალსაზრისით;
გამოიყენოს რადიო პროგრამები ეთნიკური და რელიგიური გაუცხოების შესამცირებლად, კომუნიკაციის გასაფართოებლად.
სათემო რადიო „ივრისის“ დაარსების ინიციატია „სპექტრთან“ არსებულ არასამთავრობო ორგანიზაცია „მეცენატს“ ეკუთვნის, რომელსაც მხარი დაუჭირა ფონდმა „ღია საზოგადოება-საქართველო“. პროექტი გასული წლის ოქტომბერში დაიწყო, შეირჩა და შესაბამისი ტექნიკით აღიჭურვა რადიოს ოფისი.
მოწვეული ტრენერია ინტერნეტმედიის სპეცილისტი კონსტანტინ სტალინსკი, რომლის უშუალო ჩართულობით ხდება ყველა აქტივობის განხორციელება, რაც სათემო რადიოს ფუნქციონირებისთვისაა საჭირო.
სემინარს წინ უძღვოდა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, დაიგეგმა უახლოესი ღონისძიებები, საუბარი იყო სათემო რადიოს მიზნებისა და საინფორმაციო ბადის შესახებ.
რადიოს ძირითად მიზნად განისაზღვრა: გახდეს შუამავალი ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის, დაეხმაროს თემის წარმომადგენლებს პრობლემების ინდენტიფიცირებასა და მოგვარებაში; მიაწოდოს მოსახლეობას ადგილობრივი ახალი ამბები, ასევე სიახლეები ეკონომიკის, სოციალური საკითხების, კულტურის და სპორტის შესახებ.
ჯგუფი უახლოეს მომავალში ტრენინგების პარალელურად, მსმენელს ონლაინ რეჟიმში პირველ სატეტსო მაუწყებლობას შესთავაზებს.
speqtri.ge შენი ვებგვერდი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას. |
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX. |
მასალის გამოყენების პირობები