პროექტი, რომელიც 8 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ახორციელებდა
ჟურნალისტთა ასოციაცია საზოგადოებრივი განვითარების კავშირი
"მეცენატი" მონაწილეებმა და ორგანიზატორებმა შეაფასეს.
როგორც "მეცენატის" დამფუძნებელმა მაია ყალაბეგაშვილმა აღნიშნა,
პროექტის "ახალგაზრდები უსაფრთხო მომავლისათვის" მიზანი იყო
ახალგაზრდების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება.
-"ეს გახლდათ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. ამიტომ მივიღეთ
გადაწყვეტილება, რომ სექტემბრიდან გაგრძელდეს სხვა ფორმატით.
მონაწილეების სასარგებლოდ მინდა ვთქვა, რომ იყვნენ ძალინ ატიურები,
კრეატიულები, ინიციატივიანები. ჩართულები იყვნენ ყველანაირ
ღონისძიებაში. ყველაფერი, რაც დღეს სახეზე გვაქვს, მათი დამსახურებაა,
რა თქმა უნდა "სპექტრის" გუნდთან ერთად. ასევე, მადლობა მინდა
გადავუხადო პროექტის ინიციატორს PH international-ს."
პროექტს დადებითად აფასებენ თავად მონაწილეები და მიიჩნევენ, რომ ეს
იყო მათთვის ერთგვარი პლატფორმა, რომელმაც საშუალება მისცათ თავიანთი
მოსაზრებები, შეფასებები და დამოკიდებულება სხვადასხვა საკითხის
მიმართ ადგილობრივი თვითმმართველობის ყურამდე მიეტანათ.
-"გარდა იმისა, რომ ამ პროექტმა საშუალება მომცა გარკვეულ საკითხებზე
ჩემი აზრი საჯაროდ გამომეთქვა, ასევე შევისწავლე სხვადასხვა უნარები.
მაგალითად, პროფესიონალურ ფოტო და ვიდეოკამერასთან მუშაობა, მონტაჟი,
რაც მომავალშიც გამომადგება." _ამბობს ჯაბა ბარბაქაძე.
პროექტი 2015 წლის სექტემბერში დაიწო და 2016 წის მაისში დასრულდა.
მასში გურჯაანის მუნიციპალიტეტის 7 საჯარო სკოლიდან 40 მონაწილე
შეირჩა, თუმცა, საბოლოოდ, სერტიფიკატი 20 მათგანს გადაეცა.
მონაწილეებმა მომაზადეს 6 მულტიმედია პროდუქტი, რომელიც განთავსებულია
ვებგვერდზე
speqtri.ge.
პროექტი დაფინანსებული იყო აშშ-ს სახელმწიფო დეპატამენტის
ანტინარკოტიკული და სამართალდამცაველებთან ურთიერთობის საერთაშორისო
ბიუროს მიერ. დაგეგმილი აქტივობები განხორციელდა პროგრამის ფარგლებში
„საზოგადოების ჩართულობისა და თანამშრომლობის პროგრამა სამართლებრივი
განათლებისთვის “ (GE CALLS).
მასალის გამოყენების პირობები