ის ჯერ კიდევ 11 წლის იყო, როდესაც ონლაინ თამაშის აზარტი იგრძნო.
ახლა 17 წლისაა და ამ მორევიდან ამოსვლას უშედეგოდ ცდილობს. როგორც
თვითონ გვიყვება, პირველად ინტერნეტკაფეში ინტერესის გამო შეიხედა,
უფროსი ბიჭების თამაშს ადევნებდა თვალს, შემდეგ თავადაც მოსინჯა.
რამდენჯერმე მოიგო, ინტერესი უფრო გაუმძაფრდა ... შემდეგ ერთმანეთს
ენაცვლებოდა წაგება და მოგება. უფრო მეტი იზარალა, ვიდრე მოიგო,
მაგრამ ფულის მოგების ჟინი იმდენად დიდი იყო, რომ ამას ყურადღებას
აღარ აქცევდა.
მშობლებს თამაშის შესახებ თავად მოუყვა. განსაკუთრებით მწვავე რეაქცია
ჰქონდა მამას, მაგრამ ბიჭისთვის ხელშემშლელი ვერც ეს გარემოება
აღმოჩნდა. ამბობს, რომ მეგობრები ცდილობენ თამაშიდან თავის დაღწევაში
დაეხმარნენ, თუმცა, ჯერჯერობით უშედეგოდ.
„ჩემმა მეგობარმა რა ხერხს აღარ მიმართა, მაგრამ არაფერი გამოსდის.
მეც მაქვს სურვილი, რომ თამაშს თავი დავანებო, ხანდახან ვცდილობ,
სადაც ინტერნეტკაფეა, მის სიახლოვერ არ გავიარო, მაგრამ საბოლოოდ,
აზარტი მაინც თავისას შვრება. ძნელია ამ ყველაფერთან გამკლავება და
არც არავის შეუძლია შენი დახმარება,“ - ამბობს ახალგაზრდა, რომლის
სახელს და გვარს შეგნებულად არ ვასახელებთ.
მისივე თქმით, მოთამაშე თვითონ უნდა მივიდეს იმ გადაწყვეტილებამდე,
რომ ამ მავნე ჩვევაზე უარი თქვას, თუ თავად არ მოიწადინა, ყველა სხვა
მცდელობა უშედეგოდ დამთავრდება.
ბავშვმა ბურთი უნდა ითამაშოს და არა აზარტული
თამაშები
საზოგადოება თითქმის ერთხმად თანხმდება, რომ აზარტული თამაშები
დამღუპველია არამარტო ახალგაზრდებისთვის, არამედ ზრდასრულებისთვისაც.
ისინი მიიჩნევენ, რომ ამ შემთხვევაში დიდი როლი ეკისრება როგორც
ოჯახს, ისე სახელმწიფოს. უმრავლესობა ამბობს, რომ ქვეყანაში საერთოდ
უნდა აიკრძალოს აზარტული თამაშები და დაიხუროს კაზინოები. პრობლემაა
ის, რომ ხშირ შემთხვევაში, ვალების გამო ახალგაზრდები ცხოვრებას
თვითმკვლელობით ასრულებენ.
ავტორები:
ლევაჯ ჯაჯანაშვილი
ლევან ყიზილაშვილი
თეონა მაილაშვილი
21-29 სექტემბერს თელავში, მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი
გაიმართება, რომელსაც წარმოგიდგენთ კლასიკური მუსიკის ცენტრი,
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან თიბისი და მაგთი.
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, 31
ივლისს ჩუმლაყსა და ყიტაანში 07:00 საათიდან 16:00 საათამდე ბუნებრივი
გაზის მიწოდება შეწყდება. ამის მიზეზი ჩუმლაყის გაზგამანაწილებელ
სადგურში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია.
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ
ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,
მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა
აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო
გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში,
ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც
დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის
დასახელებები.
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის,
ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ
მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან
თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს -
Jira, Jira Service Management და Confluence.
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ
მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია
დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე
ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის
დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს
სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული
დაფინანსებით სთავაზობს.
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“
ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი
გამოვლინდა.
„საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს
კონკურსი 22-ედ ტარდება.
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა
ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც
ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ
ასპექტში.
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც
კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა
მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.
მასალის გამოყენების პირობები