შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ ახალი საწარმო ველისციხეში [Video]
დღეს სოფელ ველისციხეში შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში დაფინანსებული ყურძნის გადამამუშავებელი ქარხანა გაიხსნა. შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ ახალი საწარმო თანამედროვე დანადგარებით არის აღჭურვილი.
საწარმო პრემიერ–მინისტრმა გახსნა. მან წარმატებები უსურვა შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობის" ხელმძღვანელს ზურაბ ჩხაიძეს და აღნიშნა, რომ რთველი 2014 გამორჩეული იქნება ორგანიზებისა და საბაზრო თვითრეგულაციის დამკვიდრების ხარისხით.
–"ეს ღვინის ქარხანა კიდევ ერთი კარგი პროექტია, რომლის განხორციელებას შეღავათიანი აგროკრედიტის სამთავრობო პროექტმაც შეუწყო ხელი. აქ 100-მდე ადამიანი დასაქმდება. ჩვენი მასპინძელი კომპანია წლის ბოლომდე კიდევ 4 ახალ საწარმოს გახსნის. აღარ უნდა იდგეს ყურძნისა და მოსავლის გადამუშავების პრობლემა და სულ უფრო უნდა გავზარდოთ ღვინის ექსპორტი.სუბსიდია რქაწითელსა და კახურ მწვანეზე განისაზღვრა 35 თეთრით, ხოლო საფერავზე - 15 თეთრით. თანდათანობით მიმდინარეობს სახელმწიფო სუბსიდიის მაღალი საბაზრო ფასით ჩანაცვლების პროცესი."–აღნიშნა მან.
შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობის" ხელმძღვანელის ზურაბ ჩხაიძის თქმით ქარხნის მშენებლობა მარტში დაიწყო და 7 თვეში დამთავრდა.
–"ქარხანა აღჭურვილია ევროპულ სტანდარტებზე აგებული ტექნიკით, გვაქვს თანამედროვე დანადგარები და პრეესები. დაახლოებით 10 დღეა რაც რთველი დაიწყო და უკვე 1700 ტონა ყურძენი გვაქვს გადამუშავებულია.გაგვაჩნია დიდი სიმძლავრეები და შეგვიძლია 24 საათის განმავლობაში 500 ტონა ყურძენი გადავამუშავოთ.სახელმწიფოს მხრიდან 600 ათას დოლარიანი სუბსიდია მივიღეთ, რაც ჩვენთვის უდიდესი სტიმულია და ზუსტად იმის შედეგია რასაც თქვენ ეხლა ხედავთ "–აღნიშნა მან
მასალის გამოყენების პირობები