ვიდეო
რა პრობლემები ახლავს მედიკამენტების რეცეპტით გაცემას? [VIDEO]
ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 1 სექტემბრიდან II ჯგუფის პრეპარატები რეცეპტით გაიცემა. გურჯაანელები მედიკამენტებს იმარაგებენ. ჯანდაცვის სტრუქტურებში კი აცხადებენ, რომ მოსახლეობას არანაირი პრობლემა არ შეექმნება. ადგილობრივები წამლების რეცეპტებით გაცემას უარყოფითად აფასებენ და ამბობენ, რომ ეს პროცესი უბნის ექიმთან უსაზღვრო რიგებს და სხვადასხვა სახის ფინანსურ პრობლემას გამოიწვევს. სააფთიაქო ქსელის წარმომადგენლები გვიდასტურებენ, რომ მედიკამენტებზე მოთხოვნა მას შემდეგ გაიზარდა, რაც ცნობილი გახდა, რომ სექტემბრიდან წამლები რეცეპტებით უნდა გაიცეს. აფთიაქის, შპს „ოჯახის ექიმის“ დირექტორის დალი ჩუთლაშვილის განცხადებით, მედიკამენტების გაყიდვების რიცხვმა საგრძნობლად იმატა. „ხალხი წამლებს იმარაგებს. ძირითადად მოთხოვნა გაიზარდა კარდეოლოგიურ და არასტეროიდული ნიმესილის ჯგუფის პრეპარატებზე“. გურჯაანელმა მანანა ბერძენიშვილმა საჭირო მედიკამენტები უკვე დაიმარაგა. „ასთმა მაწუხებს და წამლებს ყოველდღიურად ვხმარობ, მაგრამ არც დრო და არც ნერვები მაქვს იმისთვის, რომ ექიმთან რეცეპტისთვის რიგში ვიდგე. ამ რიგებში ხალხი დაიხოცება“. ადგილობრივი მცხოვრების ზეინაბ მგელაძის თქმით, წამლების წინასწარ შესაძენად სხვა ხარჯების შემცირება მოუწია. „პენსია რომ ავიღე, წამლები დავიმარაგე, მაგრამ სამაგიეროდ მშიერი დავრჩი. გულის ოპერაცია მაქვს გაკეთებული და რიგში დგომა არ შემიძლია.“ ზეინაბ მგელაძე ეჭვობს, რომ რეცეპტებით წამლების გაცემა ფინანსურ მაქინაციებთან არის დაკავშირებული. „ეს არის ფულის მაფია, აფთიაქებში წამლები გაასაღეს და ვიღაცამ დიდძალი ფული გააკეთა“. ცნობილია, რომ რეცეპტის გამოყენება 6-ჯერ არის შესაძლებელი. მიუხედავად ამისა, გურჯაანელები ამბობენ, რიგში დგომა მაინც ხშირად მოუწევთ, რადგან ხალხში ფული არ არის და უმრავლესობა წამალს ცალობით ყიდულობს. „ხალხი ყოველდღიურად თითო აბს ყიდულობს და ყოველდღე რეცეპტი როგორ უნდა მიიტანოს? ეს რა სისულელეა?“, - გვეუბნება მზია ცერცვაძე. მოსახლეობის აღშფოთება უსაფუძვლოდ მიაჩნია შპს ჯეოჰოსპიტალსის გურჯაანის სამედიცინო ცენტრის ადმინისტრაციულ მენეჯერს დეა ცაბუტაშვილს. როგორც ის ჩვენთან საუბარში განმარტავს, რიგების პრობლემა მას შემდეგ გაჩნდა, რაც საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა ამუშავდა და უფასო მომსახურების გამო ექიმთან მიმართვიანობის რაოდენობამაც მოიმატა. „რაც შეეხება რეცეპტით წამლის გაცემას, ამან შეიძლება გარკვეული პერიოდით კიდევ უფრო გაზარდოს რიგები. როდესაც მოსახლეობისთვის ცნობილი გახდება რეცეპტით გასაცემი მედიკამენტების ნუსხა, ეს ღელვაც გაქრება". ჯეოჰოსპიტალსის უბნის თერაპევტი ელენე ხელაშვილი არ გამორიცხავს, რომ პირველი სექტემბრიდან ექიმთან ვიზიტორების რიცხვმა მოიმატოს. „ვვარაუდობ, რომ პაციენტების რიცხვი მოიმატებს. თუმცა, შეიძლება ასე არც მოხდეს, ვინაიდან, მოგეხსენებათ, მოსახლეობამ დაიმარაგა და წინასწარ შეიძინა ერთი-ორი კვირის სამყოფი მედიკამენტები". ელენე ხელაშვილი აქვე განმარტავს, რომ უბნის თერაპევტთან ვიზიტი უფასოა და პაციენტს შეუძლია ნებისმიერ დროს მიაკითხოს. შეგახსენებთ, რომ დღეიდან რეცეპტების ინსტიტუტი სრულად ამოქმედდა. ურეცეპტოდ აღარ გაიცემა II ჯგუფის მედიკამენტები, მათ შორის, საძილე და სედაციური საშუალებები (გარდა მცენარეული პრეპარატებისა), ანტიდეპრესანტები, კორტიკოსტეროიდები სისტემური გამოყენებისთვის, სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატები და იმუნომოდულატორები, მიკრობების საწინააღმდეგო პრეპარატები სისტემური გამოყენებისთვის, პარკინსონიზმის საწინააღმდეგო პრეპარატები, ანტიჰისტამინური საინექციო პრეპარატები სისტემური გამოყენებისთვის, საგულე გლიკოზიდები, ანტიარითმული და ანტიჰიპერტენზული პრეპარატები, შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, საინექციო წამლის ფორმები. აღნიშნულ ჯგუფში დაახლოებით 5000-მდე მედიკამენტია. რაც შეეხება ურეცეპტოდ გასაცემი III ჯგუფის მედიკამენტების ნუსხას, ის მოიცავს საქართველოში რეგისტრირებულ 3306 მედიკამენტს - კუჭ-ნაწლავის დაავადებების სამკურნალო და ნაწლავის მიკროფლორის მარეგულირებელი საშუალებები, ვიტამინები და მინერალები (გარდა საინექციო ხსნარებისა), ანტიაგრეგანტები (თრომბო აცც, ასპირინი კარდიო, კარდიომაგნილი და სხვ.), პერიფერიული სისხლისმიმოქცევის გამაუმჯობესებელი საშუალებები, ანგიოპროტექტორები, მთელი რიგი ანალგეზიური, სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები, ბრონქული ასთმის სამკურნალო პრეპარატები, ხველის საწინააღმდეგო და ამოსახველებელი საშუალებები, H1- ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორები (ერიუსი, ალერფასტი, კეტოტიფენი, ტავეგილი და სხვ.), ანემიის საწინააღმდეგო საშუალებები, ბიოლოგიურად აქტიური დანამატები. დამტკიცდა მეორე ჯგუფს მიკუთვნებული მედიკამენტების რეცეპტის გამოწერის წესი და ფორმა №3, რეცეპტის ბლანკის ახალი ფორმა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ელექტრონული პროგრამის მეშვეობით. რეცეპტების ამობეჭდვას შეძლებს სისტემაში დარეგისტრირებული თითოეული მომხმარებელი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სექტემბრიდან აფთიაქებში დამონტაჟდება სპეციალური სააფთიაქო ყუთები, რომელიც პირველადი გადაუდებელი დახმარებისთვის იქნება განკუთვნილი და მისი გამოყენება საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ მოქალაქეს უფასოდ შეეძლება. განსაკუთრებული მკურნალობისთვის პაციენტებს რეცეპტი გამოეწერებათ ერთ წლის ვადით. სოსო ქუმსიაშვილი
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
29 სექტემბერს, თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის დასკვნითი
საღამო გაიმართა.
29 სექტემბერს, თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის დასკვნითი საღამო გაიმართა.
15:21 / 01.10.2024
21-29 სექტემბერს თელავში, მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი
გაიმართება, რომელსაც წარმოგიდგენთ კლასიკური მუსიკის ცენტრი,
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან თიბისი და მაგთი.
21-29 სექტემბერს თელავში, მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება, რომელსაც წარმოგიდგენთ კლასიკური მუსიკის ცენტრი, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით. ფესტივალის მხარდამჭერები არიან თიბისი და მაგთი.
17:22 / 25.09.2024
საინფორმაციო სააგენტო Speqtri.ge გურჯაანის ფრინველების კონტაქტურ
პარკს ერთი წლის შემდეგ კვლავ ეწვია. ამ დროის განმავლობაში პარკს
უამრავი დეკორატიული თუ ეგზოტიკური ბინადარი შეემატა.
საინფორმაციო სააგენტო Speqtri.ge გურჯაანის ფრინველების კონტაქტურ პარკს ერთი წლის შემდეგ კვლავ ეწვია. ამ დროის განმავლობაში პარკს უამრავი დეკორატიული თუ ეგზოტიკური ბინადარი შეემატა.
15:55 / 29.11.2023
ინფორმაცია, რომ კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“
გურჯაანის ინტერმუნიციპალურ ცენტრში ცხოველებზე ძალადობენ, კერძოდ,
მათ კრემატორიუმში ცოცხლად წვავენ და ჩაქუჩებით ხოცავენ,
საზოგადოებისთვის ცოტახნის წინ გახდა ცნობილი, რამაც ბევრი ადამიანის
ყურადღება მიიპყრო და აღშფოთება გამოიწვია.
ინფორმაცია, რომ კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“ გურჯაანის ინტერმუნიციპალურ ცენტრში ცხოველებზე ძალადობენ, კერძოდ, მათ კრემატორიუმში ცოცხლად წვავენ და ჩაქუჩებით ხოცავენ, საზოგადოებისთვის ცოტახნის წინ გახდა ცნობილი, რამაც ბევრი ადამიანის ყურადღება მიიპყრო და აღშფოთება გამოიწვია.
17:38 / 24.11.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 6 / 19 °C
img
საგარეჯო 6 / 17 °C
img
დ.წყარო 4 / 15 °C
img
სიღნაღი 5 / 21 °C
img
ლაგოდეხი 8 / 14 °C
img
ყვარელი 6 / 19 °C
img
თელავი 6 / 18 °C
img
ახმეტა 6 / 18 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.