ვიდეო
შირაქში უდაბნოს მცენარეები და ცხოველები გამოჩნდნენ [VIDEO]
შირაქისა და მილარის ტერიტორიაზე ისეთი მცენარეები და ცხოველები გამოჩნდნენ, რომლებიც ნახევარუდაბნოსთვისაა დამახასიათებელი. ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტი და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი ნალექების სიმცირეზე და მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობენ. წელს იტალიურმა კალიამ კახეთის რეგიონი მნიშვნელოვნად დააზარალა. ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტის ირინე ფხოველიშვილის თქმით, კალიების შემოსევაც ნახევარუდაბნოსთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი ნიშანია. - "გარდა იმისა, რომ აღარ არის საძოვრები, ამ ტერიტორიაზე გამოჩნდნენ ისეთი მცენარეები და ცხოველები, რომელიც ამ დრომდე არ ყოფილან შემჩნეული. თუნდაც კალიების შემოსევა ავიღოთ, ესეც გაუდაბნოების მანიშნებელია. წვიმები რომ მოსულიყო და შესაბამისი კლიმატი ყოფილიყო, კალიების ასეთი ინტენსიური შემოსევა არ მოხდებოდა. სამწუხაროდ, ის რაც გვალვას გადაურჩა, კალიებმა მოსპეს. მწვანე მასა, რომ აღარ დარჩა, ვაზზე გადავიდნენ. ფოთოლთან ერთად მარცვალსაც ჭამენ. კრიზისი გვაქვს მევენახეობაში, რთველი კახეთში, განსაკუთრებით კი ქიზიყში, იქნება კატასტროფა. ჩვენ მოსავლის 50%-ს კი არა 20%- საც ვეღარ მივიღებთ. ხმება ვენახები, გაჩნდა ისეთი ჭია, რომელიც ვაზს სპობს და ამაზე უკვე გვქონდა განგაში. ვაზს ხრიალობამდე გასცვივდა ყვავილი, ხრილაობამ თავისი გააკეთა და გამოვიდა, რომ მარცვლის დანაკარგი 50-60%-ია, ამას ემატება ჭკნობა, დამშევა და ლპობა. თუკი რაიმე უბედურება იყო, ყველაფერი ქიზიყს დაატყდა თავს"- აღნიშნა მან. ქალბატონმა ირინამ ისიც აღნიშნა, რომ კალიის საწინააღმდეგო წამლობის გამო, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო ინტენსიურად აწარმოებდა, მოისპო ისეთი ენდემური სახეობები, როგორიცაა კოლხური ხოხობი, აღარ არის კურდღელი. კალია კი ისევ მრავლადაა. საშიშროების წინაშე დგას მეცხოველეობაც. "უკვე მომივიდა ინფორმაცია, რომ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი არამარტო ალაზნის, არამედ ივრის პირზეც დაცემულა. პირუტყვში ახალმა დაავადებამ იჩინა თავი, რომელიც ამ დრომდე არ იყო და გასულ წელს დაფიქსირდა"- აღნიშნა მან. აღნიშნულის შესახებ "სპექტრთან" სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორმა უშანგი მოსულიშვილმაც ისაუბრა. ის პრობლემისგან გამოსავალს ალაზნის ველზე ქარსაცავი ზოლის მოწყობაში ხედავს. "გაუდაბნოების პროცესი ნამდვილად მიმდინარეობს, თუ დროულად არ მიეხედა პრობლემას, სავალალო შედეგს მივიღებთ. ჩვენ დაფიქსირებული გვაქვს, რომ ნალექების რაოდენობა მნიშვნელოვნად იკლებს. უდაბნოში საშუალოდ 180-200მმ ნალექი მოდის, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენთან ჯერ 30 მმ-ც არ მოსულა. ალაზნის ველზე არ არის ქარსაცავი ზოლი, რაც აუცილებლად უნდა გაკეთდეს. ნარგავები ქარების მოქმედებისაგან დაიცავს ნიადაგს და ტენიანობის მარაგი შენარჩუნდება."- განმარტა მან. "სპექტრი" დაინტერესდა, შირაქისა და მილარის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესების შესახებ ფლობს თუ არა ინფორმაციას გარემოს დაცვის სამინისტრო და როგორ გეგმავს პრობლემის მოგვარებას. მიწის რესურსების დაცვისა და წიაღის სამსახურის უფროსი ნინო ჩიქოვანი განმარტავს: "რა თქმა უნდა ინფორმაცია გვაქვს, უკვე შემუშავებულია გაუდაბნოებასთან ბრძოლის მოქმედებათა მეორე ეროვნული პროგრამა, რომელიც გაწერილი იქნება 2014-2022 წლებისთვის. წლების მიხედვით არის განსაზღვრული, თუ რა უნდა გაკეთდეს. პროგრამით გათვალისწინებულია ქარსაცავი ზოლის გაშენება, სამელიორაციო სისტემების აღდგენა. იმ ტერიტორიაზე, სადაც სარწყავი სისტემის გაკეთება ვერ მოხერხდება, სხვა კონკრეტული ღონისძიება დაიგეგმება, რაც დეგრადაციას შეამცირებს. სადაც ადგილის დამლაშებაა, იქ პირიქით, მელიორაცია ცუდ შედეგს გამოიღებს."- განმარტა მან. ნინო ჩიქოვანის თქმით, პრობლემის საბოლოოდ მოგვარება კლიმატის ცვლილების გამო რთული იქნება "აღნიშნულის ბოლომდე აღმოფხვრა ცოტა რთული იქნება, რადგანაც კლიმატის ცვლილება მიმდინარეობს. ეს პროცესი კი მიწის დეგრადაციას იწვევს. თუმცა ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რათა სავალალო შედეგი არ მივიღოთ" ნარგავებს პირველ ეტაპზე მეთვალყურეობას გარემოს დაცვის სამინისტრო ადგილობრივი წარმომადგენლების მეშვეობით გაუწევს. ამასთან ერთად, ქარსაცავი ზოლის მოვლა-პატრონობაში მოსახლეობაც ჩაერთვება. როგორც ნინო ჩიქოვანი განმარტავს, პროგრამის განხორციელება მხოლოდ საქართველოს ბიუჯეტით ვერ მოხერხდება. - "იმდენად დიდი ღონისძიებებია გასატარებელი, რომ ეს მხოლოდ ბიუჯეტიდან ვერ მოხდება. პროგრამა გათალისწინებული იქნება დონორზე, წინასწარ რა თანხა დასჭირდება, ამას ვერ გეტყვით, ეს არის საპროექტო წინადადება, სადაც გაწერილი უნდა იყოს ყველა ღონისძიება. მიწის რესურსების დაცვისა და წიაღის სამსახურის უფროსის თქმით, პროგრამაში საქართველოს სამი რეგიონი: კახეთი, შიდა და ქვემო ქართლი ჩაერთვება. პროექტი მზდდება და აგვსტოს ბოლომდე დასამტკიცებლად პარლამენტს წარედგინება.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
29 სექტემბერს, თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის დასკვნითი
საღამო გაიმართა.
29 სექტემბერს, თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის დასკვნითი საღამო გაიმართა.
15:21 / 01.10.2024
21-29 სექტემბერს თელავში, მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი
გაიმართება, რომელსაც წარმოგიდგენთ კლასიკური მუსიკის ცენტრი,
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან თიბისი და მაგთი.
21-29 სექტემბერს თელავში, მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება, რომელსაც წარმოგიდგენთ კლასიკური მუსიკის ცენტრი, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით. ფესტივალის მხარდამჭერები არიან თიბისი და მაგთი.
17:22 / 25.09.2024
საინფორმაციო სააგენტო Speqtri.ge გურჯაანის ფრინველების კონტაქტურ
პარკს ერთი წლის შემდეგ კვლავ ეწვია. ამ დროის განმავლობაში პარკს
უამრავი დეკორატიული თუ ეგზოტიკური ბინადარი შეემატა.
საინფორმაციო სააგენტო Speqtri.ge გურჯაანის ფრინველების კონტაქტურ პარკს ერთი წლის შემდეგ კვლავ ეწვია. ამ დროის განმავლობაში პარკს უამრავი დეკორატიული თუ ეგზოტიკური ბინადარი შეემატა.
15:55 / 29.11.2023
ინფორმაცია, რომ კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“
გურჯაანის ინტერმუნიციპალურ ცენტრში ცხოველებზე ძალადობენ, კერძოდ,
მათ კრემატორიუმში ცოცხლად წვავენ და ჩაქუჩებით ხოცავენ,
საზოგადოებისთვის ცოტახნის წინ გახდა ცნობილი, რამაც ბევრი ადამიანის
ყურადღება მიიპყრო და აღშფოთება გამოიწვია.
ინფორმაცია, რომ კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“ გურჯაანის ინტერმუნიციპალურ ცენტრში ცხოველებზე ძალადობენ, კერძოდ, მათ კრემატორიუმში ცოცხლად წვავენ და ჩაქუჩებით ხოცავენ, საზოგადოებისთვის ცოტახნის წინ გახდა ცნობილი, რამაც ბევრი ადამიანის ყურადღება მიიპყრო და აღშფოთება გამოიწვია.
17:38 / 24.11.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 6 / 19 °C
img
საგარეჯო 6 / 17 °C
img
დ.წყარო 4 / 15 °C
img
სიღნაღი 5 / 21 °C
img
ლაგოდეხი 8 / 14 °C
img
ყვარელი 6 / 19 °C
img
თელავი 6 / 18 °C
img
ახმეტა 6 / 18 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.