ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) არჩევნებს კახეთის სამ ოლქში აკვირდება. ესენია: გურჯაანი, თელავი და ყვარელი. როგორც საიას თელავის ოფისის ხელმძღვანელი მარეხ მგალობლიშვილი ამბობს, ამ დროისთვის ორგანიზაციას დაფიქსირებული აქვს 5 შენიშვნა, რომელიც ძირითადად საკონტროლო ფურცლის არასწორ შევსებას ეხება.
თუმცა, ოგრანიზაციას აღნიშნულ ოლქებში არც ერთი საჩივარი არ დაუწერია.„შეინიშნება ერთი სახიფათო ტენდენცია, რომელიც უკავშირდება მესამე პირების, მათ შორის საარჩევნო სუბიექტებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ ისეთი ქმედებებს, რომელიც ჩვენს მიერ შეფასებული იქნა როგორც ამომრჩევლის ნებაზე კონტროლი.
კერძოდ, ეს გულისხმობს, როდესაც მასიურად, მათ შორის გურჯაანის ოლქში ხდება რეგისტრატორების უკან გარკვეული პირების მობილიზება, რომელებიც ახდენენ გარკვეული მონაცემბის ამოწერას სამაგიდო საარჩევნო სიებიდან. ვიცით, რომ სამაგიდო სია საჯარო ინფორმაციას არ განეკუთვნება, იქ არის ამომრჩევლების პერსონალური მონაცემები, აქედან გამომდინარე, მესამე პირების მიერ მონაცემბის ამოწერა, რა მიზანსაც არ უნდა ემსახურებოდეს, სტატისტიკური იქნება, არჩევნებზე მოსული რაოდენობის განსაზღვრისა თუ სხვა მიზნით, შეფასდა, როგორც ამომრჩევლის ნებაზე კონტროლი.
ჩვენ ვთვლით, რომ ვინ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და ვინ არა, ეს არ უნდა იყოს მესამე პირებისთვის ცნობილი. ჩვენმა ორგანიზაციამ გააკეთა შეფასება, რომ შესაძლოა არმისული ამომრჩევლების მონაცემების იდენტიფიცირება სჭირდებათ იმისათვის, რომ მოხდეს მათი მობილიზება და არჩევნებზე მიყვანა.“
როგორც მარეხ მგალობლიშვილი ამბობს, ცესკომ, საარჩევნო ადმინისტრაციამ და ყველა პირმა, რომელიც საარჩევნო სუბიექტს წარმოადგენს, უნდა უზრუნველყოს, რომ საარჩევნო კანონის მოთხოვნები იყოს დაცული. მისივე ინფორმაციით, ამ დარღვევებზე საქართველოს მასშტაბით დაიწერა რამდენიმე საჩივარი.
რაც შეეხება საკონტროლო ფურცელს, საია-ს თელავის ოფისის ხელმძღვანელის თქმით, ძირითადად არ არის მითითებული ამომრჩევლის რეგისტრაციის ადგილი.
#17 თელავის საოლქო საარჩევნო კომისიამ 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის რეგისტრირებული საჩივრები განიხილა.
speqtri.ge შენი ვებგვერდი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას. |
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX. |
მასალის გამოყენების პირობები