საზოგადოება
არჩევანის წინაშე- სამსახური, თუ სოციალური დახმარება?! [Video-Photo]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელი ზემო მაჩხაანი, ბოჭორიძეების ექვსსულიანი ოჯახი. აქ ორი მცირეწლოვანი ბავშვი იზრდება, წლისა და 11 თვის ანანო და 10 თვის მირანდა. ოჯახში 85 წლის მოხუცი და ერთი შშმ პირია.
ბოჭორიძეებს სოციალური შემწეობა 2014 წლიდან შეუწყდათ. მიზეზი ხან ტექნიკა, ხან მიწები და ახლა კი, ის დამატებითი შემოსავალია, რომელსაც ბონდო ბოჭორიძე არასტაბილური, დღიური სამუშაოდან იღებს.
ოჯახი ორი პენსიონერის იმედადაა დარჩენილი. როდესაც შემოსავალი ხარჯებს ვერ ფარავს, პენიის წინასწარ აღება უწევთ. მათ არც სასოფლო-სამეურნეო მიწები აქვთ და არც პირუტყვი ჰყავთ, ეზოში მხოლოდ რამდენიმე ქათამი დადის.

-„ოჯახში სამი წევრი ვიყავით, მე, მამა და ძმა. სოციალურ დახმარებას ვიღებდით. 2014 წელს ცოლი მოვიყვანე, რაკი ოჯახში წევრი დაგვემატა, ხელახლა გადაგვამოწმეს. გამიხარდა, მეტ თანხას ავიღებთ-მეთქი, მაგრამ რა გამოვიდა?! -საერთოდ აღარ მოგვცეს. მიზეზად ტექნიკა დაასახელეს. 2015 წელს მითხრეს, მიწებია შენს სახელზეო, არადა გაყიდული მქონდა. მოგვიანებით, ამის დასადასტურებლად საბუთებიც მივიტანე სააგენტოში, მაგრამ არაფერი გვეშველა. მიმდინარე წელს კი, იმიტომ არ დაგვინიშნეს, რომ პერიოდულად, დღიურ მუშად ვმუშაობ. შეიძლება კვირა გავიდეს და არავინ დამიძახოს. დახმარება რომც მქონდეს, მხოლოდ მაგ თანხით ცოლ-შვილს როგორ შევინახავ, თუ არ გავედი და ხელი არ გავატოკე?! დამასაქმონ და სულ არ მინდა სოციალური დახმარება. ფაქტობრივად, მამაჩემისა და ძმის პენსიის, ასევე ბავშვების 10-10 ლარი შემწეობის იმედად ვართ, რომელიც ეხლახანს დაგვინიშნეს და ჯერ არც აგვიღია. ზამთარი კარსაა მომდგარი, შეშაზე მეფიქრება, რა უნდა ვქნათ, როგორ გავიტანოთ თავი?!“ - ამბობს ბონდო ბოჭორიძე.

მისი მეუღლის ნათია ჯარიაშვილის თქმით, სოციალურ აგენტს ბოლო გადამოწმებისას, წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია, რომ მისი ქმარი დღიურ მუშად მუშაობდა.
- „ჩემი მეუღლე სახლში არ იყო, როდესაც სოციალური აგენტი მოვიდა. მას უკვე ჰქონდა ინფორმაცია, ბონდო ათასში ერთხელ სამუშაოდ რომ დადის, ეს ჩაწერა კიდეც დეკლარაციაში. დახმარება ამიტომ არ მოგვცეს. მხოლოდ ბავშვებს დაუნიშნეს 10-10 ლარი. არადა, რამდენი რამ სჭირდება ოჯახს, ჯერ მარტო ექვსი სულის ჭამა თქვით აბა! იქ გაზისა და დენის გადასახი, იქ წამლები და ძლივს გავდივართ იოლას. დახმარებას რომ ვიღებდეთ, ცოტა წაგვეშველებოდა.“

სოციალური მომსახურების სააგენტოში იმ არგუმენტებზე საუბრობენ, რის გამოც ბოჭორიძეებს სოციალური დახმარება შეუწყდათ. მიზეზი, როგორც ყველა დანარჩენ შემთხვევაში, აქაც იდენტურია - პროგრამა ითვლის.
- „ერთი კონკრეტული მიზეზის თქმა, სამწუხაროდ, შეუძლებელია. დეკლარაციაში ოჯახის შესახებ ბევრი მონაცემი იწერება, ყველაფერმა ამან სარეიტინგო ქულაზე ერთობლივად იქონია გავლენა. 2014 წელს ბოჭორიძეებს გაცილებით მაღალი ქულა ჰქონდათ, ვიდრე ახლა, მაგრამ შემწეობას მაინც არ ითვალისწინებს. ოჯახში ორი შრომისუნარიანი ადამიანია, ორი წევრი პენსიონერია. ასევე ოჯახის უფროსი მუშაობს და პერიოდულად გარკვეული შემოსავალი უფიქსირდებათ. ეს თანხა დიდი არ არის და მესმის, რომ ოფიციალური სამსახური არ აქვს. სახლის ფართიც დიდია, დეკლარაციაში ასევე დაფიქსირებულია მიწის ნაკვეთი, კომუნალური გადასახადები. ჯამში, პროგრამამ დაითვალა გარკვეული ქულა. არის ხოლმე შემთხვევა, როდესაც ოჯახს აქვს შემოსავალი, მაგრამ საჭიროებები იმდენად მეტია, რომ სოციალური შემწეობა არ ეხსნება.“ - აღნიშნა სოცილაური მომსახურების სააგენტოს საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა ტატა გამყრელიძემ.





30 წლის დავითი (კონფიდენციალობის დაცვის მიზნით, სახელი შეცვლილია)კახეთის რეგიონის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს. მას 4 შვილი ჰყავს. ოჯახში სულ 7 წევრია, ისინი 380 ლარის ოდენობის სოციალურ დახმარებას იღებენ. დავითი ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობს და ანაზღაურება 300 ლარი აქვს. მის ნაცვლად ხელფასი ახლობლის ანგარიშზე ირიცხება. როგორც დავითი ამბობს, თუკი მას ხელფასი დაუფიქსირდება, ოჯახი სოციალური შემწეობის გარეშე დარჩება.
-„დაახლოებით სამი წელია, რაც ვმუშაობ და ჩემი ბიძაშვილია გაფორმებული. ჩემს სახელზე რომ გაკეთდეს სახელფასო ბარათი, დახმარება ავტომატურად მოგვეხსნება. ეს არ მიღირს იმიტომ, რომ 4 შვილის შესანახად 300 ლარი საკმარისი არ არის. ძალიან მინიმალური თანხაა. დახმარება და ხელფასი ერთნაირად არ გვყოფნის იმაში, რომ გადასახადები ვიხადოთ, ვჭამოთ, ბავშვებს ჩავაცვათ და რამე შევიძინოთ. ჩემი ხელფასი არ არის ის თანხა, რომ შვიდსულიანი ოჯახი ვარჩინო. გარდა იმისა, რომ ფინანსური დამხარება ძალიან გვჭირდება, არის კიდევ მეორე ფაქტორი- დაზღვევა. სოციალურ დაზღვევას ბევრად კარგი პაკეტი აქვს.“

დავითი ამბობს, რომ მის მდგომარეობაში კიდევ ბევრია. „იმის გამო, რომ სოციალური დახმარება არ მოეხსნათ, შრომისუნარიანი ადამიანები სხედან და არაფერს აკეთებენ. ერთჯერადად აღებული ფული არ უღირთ იმად, რომ რეგულაური შემოსავლის გარეშე დარჩნენ. ვფიქრობ, კანონმდებლობაში ცვლილებებია შესატანი. ადამიანი თუ მუშაობს და დაბალი ხელფასი აქვს, ეს დახმარებაზე არ უნდა აისახებოდეს.“
სტატისტიკის სპეციალისტის ნოდარ კაპანაძის თქმით, ზოგადად სოციალური დახმარების დანიშვნის სისტემა უნდა გადაიხედოს და შეიცვალოს.

-„თუ შვიდსულიან ოჯახში მხოლოდ ერთი ადამიანი მუშაობს, მათ დახმარება აუცილებლად სჭირდებათ. მეორე მომენტია, თუ რამდენი შრომისუნარიანი წევრია ოჯახში. საერთოდაც,შემწეობის დანიშვნა-მოხსნის ტექნიკური ნაწილი გაცილებით უფრო ნაკლები მნიშვნელობისაა, ვიდრე მისი სისტემური და იდეოლოგიური ნაწილი. სოციალური დახმარებების ასეთი ფორმით გაცემამ, ძალიან ცუდი შედეგი გამოიწვია. მოსახლეობა სიღარიბისკენ მენტალურად არის წასული. 520 ათას ოჯახს აქვს შეტანილი განაცხადი, აქედან მხოლოდ 100 ათასი გახდა შემწეობის მიმღები. ეს ადამიანებისთვის მოტივაციის გაქრობის ერთ-ერთი კომპონენტია. სიღარიბის შემცირება დახმარების გზით არ ხდება და ვერც მოხდება. ეს იგივეა, რაც ძირგავარდნილ კასრს ავსებდეთ წყლით და კითხულობდეთ, რატომ არ ივსებაო?“

ნოდარ კაპანაძის აზრით, ასევე გადასახედია დეკლარაციის შევსების წესი. ის ფიქრობს, რომ დეკლარაცია არა სოციალურმა აგენტმა, არამედ ბენეფიციარმა უნდა შეავსოს.
- „სოციალურმა მუშაკმა ინფორმაცია უნდა გადაამოწმოს. ამ შემთხვევაში, აპლიკანტთა რაოდენობა გაცილებით ნაკლები იქნება. სახელმწიფო ამ ყველაფერში უნდა ერეოდეს. თავისუფალი ბაზრის იმედად მიშვება დიდი სისულელეა და ეს ზღაპარი უკვე 80-იანი წლებიდან მოყოლებული თანდათან მთავრდება. მთავარია, სიღარიბის შემცირების კონცეფცია დაიდოს. იქ თავისი ადგილი აქვს სოციალურ დახმარებასა და ეკონომიკურ განვითარებას.“

2013 წლიდან სამუშაოს მაძიებელთათვის სოციალური მომსახურების სააგენტოს მეშვეობით შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემა- worknet ამოქმედდა. მსურველებს შეუძლიათ რეგისტრაცია სოციალური სააგენტოს ვებ-გვერდზე ელექტრონულად გაიარონ, ან ადგილობრივი სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართონ. ბენეფიციარი იმ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქმდება, სადაც ცხოვრობს. რა ვადით ფორმდება ხელშეკრულება, ამის მონიტორინგს სოციალური სააგენტო აღარ ახორციელებს.
- „ეს არის ერთ-ერთი კარგი საშუალება, რომელიც ადამიანებს სამუშაოს მოძიებაში ეხმარება. გარდა იმისა, რომ ჩვენი დასაქმების დეპარტამენტი მედიატორის როლს ასრულებს, არსებობს სხვადასხვა პროგრამები. მაგალითად, მომზადება-გადამზადებისა და სტაჟირების პროგრამა. იმ ადამიანებს, რომლებიც აქ რეგისტრირდებიან, საშუალება ეძლევათ, ახალი პროფესია შეიძინონ. ვინც მეტად გამოიჩენს თავს, სტაჟირების დასრულების შემდეგ აქვს გარანტია, რომ იქვე დარჩეს სამუშაოდ. დასაქმების პორტალი არის ერთგავრი საშუალება იმისთვის, რომ არა მხოლოდ საარსებო შემწეობაზე იყოს ადამიანი დამოკიდებული, არამედ ახალი შესაძლებლობები მიეცეს.“-აღნიშნა ტატა გამყრელიძემ.

მისივე განმარტებით, თუკი სოციალურად დაუცველი აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დასაქმედება, ეს არ ნიშნავს, რომ სოციალური შემწეობა ავტომატურად შეუწყდება.
- „ხელფასი არ არის აუცილებელი განმსაზღვრელი იმისთვის, რომ ოჯახი სოციალური შემწეობის მიღმა დარჩეს. ეს ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ბენეფიციარის მდგომარეობა შეიცვლება და ამის შესახებ არ აცნობებს სოციალურ სააგენტოს. მაგალითად, როდესაც საზღვრის კვეთა დაფიქსირდა სამ თვეზე მეტი ხნით, ან გაჩნდა რაიმე შემოსავალი, ან საქმე გვაქვს დემოგრაფიულ ცვლილებასთან. თუკი სოციალურად დაუცველი worknet-ის მეშვეობით სამუშაოს იპოვის, ოჯახი ხელახლა გადამოწმდება და მათ საჭიროებებს პროგრამა დაითვლის. აქ ვაკანსიები განსხვავებულია, თუმცა ძირითადად მომსახურების სფეროს ეხება. მუშიდან დაწყებული, ავეჯის ამწყობით დამთავრებული და ა.შ. ზოგადი ტენდენცია არის ასეთი, რომ ადამიანები ვინც ამ პორტალზე რეგისტრირდებიან, თითქმის არასდროს თანხმდებიან 500 ლარზე ნაკლებ ხელფასიან სამსახურს.“

სააგენტოს ინფორმაციით, ამ პროგრამის მეშვეობით, 2015 წლის ბოლოსთვის 314 ადამიანი იყო დასაქმებული, მიმდინარე წლის აგვისტოს ჩათვლით კი - 193. მათ შორის არიან სოციალურად დაუცველებიც. თუმცა, რეგიონში მოსახლეობის უმეტესობა აღნიშნული პროგრამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს, ნაწილს კი, სამსახურის სტაბილურობის გარანტიის იმედი არ აქვს.


| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, 31
ივლისს ჩუმლაყსა და ყიტაანში 07:00 საათიდან 16:00 საათამდე ბუნებრივი
გაზის მიწოდება შეწყდება. ამის მიზეზი ჩუმლაყის გაზგამანაწილებელ
სადგურში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია.
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, 31 ივლისს ჩუმლაყსა და ყიტაანში 07:00 საათიდან 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეწყდება. ამის მიზეზი ჩუმლაყის გაზგამანაწილებელ სადგურში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია.
15:25 / 26.07.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26-28 ივლისს საქართველოში
მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი
და სეტყვა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26-28 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა.
14:23 / 26.07.2024
2019-2024 წლებში ევროკავშირის დაფინანსება საქართველოს
სამინისტროებისთვის 11-ჯერ აღემატება სამოქალაქო საზოგადოების
ორგანიზაციებისთვის გამოყოფილ თანხებს.
2019-2024 წლებში ევროკავშირის დაფინანსება საქართველოს სამინისტროებისთვის 11-ჯერ აღემატება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის გამოყოფილ თანხებს.
14:57 / 16.07.2024
დასრულდა საქართველოს პარლამენტის 26 ოქტომბრის არჩევნებში
მონაწილეობის უფლების მისაღებად იმ პოლიტიკური პარტიების
სარეგისტრაციო განაცხადების მიღება, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის
დროისთვის არ ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები.
დასრულდა საქართველოს პარლამენტის 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად იმ პოლიტიკური პარტიების სარეგისტრაციო განაცხადების მიღება, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის დროისთვის არ ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები.
13:41 / 16.07.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 3 / 7 °C
img
საგარეჯო 0 / 1 °C
img
დ.წყარო 3 / 4 °C
img
სიღნაღი 4 / 5 °C
img
ლაგოდეხი 4 / 4 °C
img
ყვარელი 3 / 7 °C
img
თელავი 1 / 2 °C
img
ახმეტა 1 / 1 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.