საზოგადოება
მორიგი სასამართლო პროცესი და დაუსრულებელი დავა "გლეხური ბაზრის" ირგვლივ
შ.პ.ს. "გლეხური ბაზრის" ადმინისტრაციასა და მოვაჭრეებს შორის წლების წინ დაწყებული დავა ისევ გრძელდება. როგორც ჯიხურის მეპატრონეები ამბობენ, გაურკვეველი მიზეზების გამო სასამართლო უკვე მეორედ გადაიდო. გურჯაანის აგრარული ბაზრის ტერიტორიას შ.პ.ს "გლეხური ბაზარი" ფლობს, რომლის მეპატრონეც დავით ლიპარტაშვილია. უახლოეს მომავალში ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი იგეგმება, მის ნაცვლად კი მფლობელი ახლის აშენებას აპირებს. ამის წინააღმდეგი არიან ჯიხურების და შენობა-ნაგებობების მეპატრონეები, რომლებმაც თავის დროზე ობიექტი შეისყიდეს, ხოლო მიწა ვერ დაიკანონეს. საკუთარი უფლებების დასაცავად მათ სარჩელი სასამართლოში შეიტანეს, მაგრამ პროცესი უკვე ორჯერ გადაიდო. როგორც ჩვენთან საუბარში ერთ-ერთი ფართის მფლობელმა ილია ქევხიშვილმა აღნიშნა, შენობა თავის დროზე მისმა სიმამრმა შეისყიდა. -"ჯიხური ჩემი სიმამრის აშენებულია, მაგრამ მიწის დაკანონება ვერ მოასწრო. იმ დროს გუბერნატორი ბიძინა სონღულაშვილი იყო, იმან გამოაცალათ ხელიდან და თავის დისშვილებს ლანგარზე დადებული მიართვა. აუქციონი მაინც რომ გამართულიყო, ჩვენ თვითონ შევისყიდიდით, მაგრამ იქამდე ვინ მიგვიშვა?! არსებობს პროკურატურის დადგენილება, სადაც გარკვევით წერია, რომ ბაზრის ხელმძღვანელობამ მიწა არასწორად დაიკანონა. ამაში დანაშაული მიუძღვის ასევე იმჟამინდელ გამგებელს გიორგი სიბაშვილს, ეს ყველაფერი დადგენილებაში მოყვანილია, მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევს," _ აღნიშნა მან. მისივე თქმით, შენობების დანგრევა აუცილებელი სულაც არ არის, რადგან მისი შერემონტება და მოპირკეთებაც საკმარისია. -"სასამართლოში განცხადება შეიტანეს, რომ სულ უნდა დავანგრიოთ და ახალი ავაშენოთო. აქ ისეთი მდგომარეობაა, რომ ამის აუცილებლობა ნამდვილად არ არსებობს. წავიდნენ და აშენებით მემწვანილეების დახლები ააშენონ. სახლი რომ დაგინგრიონ, მითხარით, როგორ ხასიათზე დადგებით?! ასე ვართ ჩვენც. მთელ დღეს აქ ვატარებთ და ოჯახს ამით ვინახავთ. გვეუბნებიან, მიწა თუ გინდათ, კვადრატულში 800 დოლარი გადაიხადეთო. რა გამოდის, ნაყიდს ისევ ახლიდან გვასყიდებენ? ასეთი ფასები თბილისში, ვაკეშიც არ არის. ამ მდგომარეობაში დაახლოებით კიდევ 60 ადამიანია. პატრონი არავინ გვყავს და ჩვენზე გული არავის ეწვება. გამგებლის მოადგილესთან გუჯა გიორგაძესთან ვიყავით შესული, ყველაფერი წაიკითხა, გაეცნო და იცის, რომ მართლები ვართ, მაგრამ რად გინდა, ძალა აღმართს ხნავს." ანალოგიურ სიტუაციაშია იოსებ ჩიტოშვილიც. მას ბაზრის ტერიტორიაზე ხორცის სარეალიზაციო პუნქტი აქვს გახსნილი, რაშიც თავის დროზე 20 მილიონი კუპონი გადაიხადა. -"ორი წერტი ავაშენე. ამჟამად ერთი ჩემია და ერთი ჩემი ამხანაგის. თავის დროზე შევარდნაძემ ბრძანება გამოსცა, შენობა-ნაგებობა ვისიც არის, მიწა უსასყიდლოდ გადაეცესო. იმ დროს გუბერნატორი სონღულაშვილი იყო, გამგებელი კი _ სიბაშვილი, რაც უნდოდათ, იმას აკეთებდნენ. ადგნენ და ლიპარტაშვილს მთლიანი ტერიტორია მისცეს. ახლა რა გამოდის, ჩემ მიწას ისევ მე მასყიდებენ?!" _ გვითხრა მან და იქვე დასძინა: -"მაგათი მარტო ის დახლებია, სადაც მემწვანილეები დგანან, დანარჩენი სულ კერძოა. სწორედ იმ დახლებთან არის სიბინძურე, თორემ ჩვენ აქ ვგვით და ვასუფთავებთ. ჩვენს მხარეს ბაზრის ადმინისტრაცია სპეციალურად ანაგვიანებს და თხრის. ეს ყველაფერი ხელოვნურად კეთდება, რომ ანტისანიტარიის ბუდედ აქციონ. უნდათ დაგვინგრიონ შენობები და მერე ყოველთვე 500 ლარი გადასახადი დაგვაკისრონ, როგორც ეს ტანსაცმლის ბაზარში ხდება. სასამართლო უკვე ორჯერ გადაიდო, ახლა 25-ში გადაიტანეს. მიზეზედ ხან მოსამართლის ავადმყოფობას ასახელებენ, ხან _ რას. ამასაც ხელოვნურად აკეთებენ, დროს წელავენ. 66 წლის კაცი ვარ, 36 წელია აქ ვვაჭრობ, ჩემს ნაშრომს და ნაწვალებს არავის დავანგრევინებ. მოვკლავ და ციხეში წავალ!" ნოდარ გოჩიტაშვილი ხარაზია, მას ფართი ბაზრის ტერიტორიაზე აქვს ნაყიდი და იმის გამო, რომ სხვების მსგავსად მიწა ვერც მან დაიკანონა, ანალოგიური პრობლემის წინაშე დგას. როგორც ჩვენთან საუბარში განაცხადა, საქმე უზენაეს სასამართლომდე ჰქონდა მიტანილი, მაგრამ სამართალს მაინც ვერ მიაღწია. -"შენობა-ნაგებობა 1994 წელს აუქციონის წესით, ხუთმა კაცმა ვიყიდეთ, 45 მილიონი გადავიხადეთ და ჩემს სახელზე გავაფორმეთ. ეს ყველაფერი ნოტარიუსით მაქვს დამოწმებული. შევარდნაძის დროს გამოვიდა კანონი, რომ შენობას ვინც ყიდულობდა, მიწა, რაზეც ნაგებობა იდგა, იმისი იყო. მოგვიანებით კი შესყიდვის შესახებ ახალი კანონი გამოვიდა. როდესაც მივედი, მითხრეს, ეგ მიწა უკვე შპს "გლეხურმა ბაზარმა" შეისყიდაო. არ ვიცი ეს როგორ შეიძლება, შენობა მაგათზე წინ ვიყიდე და მიწა კი იმათ დაუკანონეს. ამბობენ ყველაფერი უნდა დაანგრიონო, არ ვიცი თანხას ამინაზღაურებენ თუ არა. არც კადრულობენ, რომ მოვიდნენ და გაგვესაუბრონ. ვდავობ, მიწა დამიკანონეთ-მეთქი და უარს მეუბნებიან. დღესდღეობით გაურკვევლობაში ვარ. არ ვიცი ბოლოს რა იქნება," _ გვითხრა ნოდარ გოჩიტაშვილმა. ბაზრის ტერიტორიაზე მდებარე შენობა-ნაგებობის მფლობელებს კანონიერი პრეტენზიები რომ გააჩნიათ, ამაზე გამგებლის მოადგილე ელგუჯა გიორგაძეც საუბრობს. -"ეს ხალხი ჩემთან იყო და თავიანთი გასაჭირის შესახებ მიამბო. ბაზრის ხელმძღვანელობაზე მიწა არაკანონიერად არის გაფორმებული. როდესაც პიროვნებას შენობა-ნაგებობა ეკუთვნის, მის ქვეშ მიწა სხვაზე არ უნდა გაყიდულიყო. სწორედ ამას დავობენ, სხვა არაფერს. ჩვენთან ბაზრის ხელმძღვანელობაც იყო მოსული და რეკონსტრუქციაზე თანხმობას ითხოვდა. ამის უფლება არ მივეცით და არც მომავალში მივცემთ. ეს არის ის, რაც ჩვენ შეგვიძლია, დანარჩენს კი ალბათ, სასამართლო გადაწყვეტს." საკითხის გასარკვევად გურჯაანის ყოფილ გამგებელს ბატონ გიორგი სიბაშვილს დავუკავშირდით. მან სატელეფონო კომენტარზე უარი განაცხადა და განმარტა: -"თუ რამე უკანონობაა ჩადენილი, სასამართლო აუცილებლად გააუქმებს იმ აქტს, რითაც მათი თქმით, მიწა ვინმეს უკანონოდ აქვს მიცემული. მე მზად ვარ კომენტარი გავაკეთო მაგათ სულელურ და უთავბოლო ბოდვებზე. ასევე პროკურატურის იმ უკანონო დადგენილებაზე, ეგენი რომ დააფრიალებენ და იმასაც ვერ ხვდებიან, რას ნიშნავდა ეგ დოკუმენტი. მე საკმაოდ მნიშვნელოვანი მტკიცებულებები მაქვს მაგათი ბოდვების გასაქარწყლებლად და არა მარტო გასაქარწყლებლად. ანუ მზად ვარ, დასაბუთებული კომენტარი გავაკეთო, ოღონდ არა ტელეფონის საშუალებით." _ აღნიშნა მან. შეგახსენებთ, რომ აგრარულ ბაზართან დაკავშირებული მორიგი სასამართლო პროცესი 25 თებერვალსაა ჩანიშნული. დავა “გლეხური ბაზრის” ირგვლივ გრძელდება დავა “გლეხური ბაზრის” მოვაჭრეებსა და მეპატრონეებს შორის [ვიდეო] “დაშალეთ შენობა და წაიღეთო, ისევ ძველი დრო მგონია!” თუ გამგეობა გადაწყვეტილებას მიიღებს, მათი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, 31
ივლისს ჩუმლაყსა და ყიტაანში 07:00 საათიდან 16:00 საათამდე ბუნებრივი
გაზის მიწოდება შეწყდება. ამის მიზეზი ჩუმლაყის გაზგამანაწილებელ
სადგურში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია.
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, 31 ივლისს ჩუმლაყსა და ყიტაანში 07:00 საათიდან 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეწყდება. ამის მიზეზი ჩუმლაყის გაზგამანაწილებელ სადგურში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია.
15:25 / 26.07.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26-28 ივლისს საქართველოში
მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი
და სეტყვა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26-28 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა.
14:23 / 26.07.2024
2019-2024 წლებში ევროკავშირის დაფინანსება საქართველოს
სამინისტროებისთვის 11-ჯერ აღემატება სამოქალაქო საზოგადოების
ორგანიზაციებისთვის გამოყოფილ თანხებს.
2019-2024 წლებში ევროკავშირის დაფინანსება საქართველოს სამინისტროებისთვის 11-ჯერ აღემატება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის გამოყოფილ თანხებს.
14:57 / 16.07.2024
დასრულდა საქართველოს პარლამენტის 26 ოქტომბრის არჩევნებში
მონაწილეობის უფლების მისაღებად იმ პოლიტიკური პარტიების
სარეგისტრაციო განაცხადების მიღება, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის
დროისთვის არ ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები.
დასრულდა საქართველოს პარლამენტის 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად იმ პოლიტიკური პარტიების სარეგისტრაციო განაცხადების მიღება, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის დროისთვის არ ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები.
13:41 / 16.07.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 8 / 11 °C
img
საგარეჯო 7 / 10 °C
img
დ.წყარო 6 / 8 °C
img
სიღნაღი 8 / 13 °C
img
ლაგოდეხი 7 / 11 °C
img
ყვარელი 8 / 11 °C
img
თელავი 8 / 10 °C
img
ახმეტა 7 / 9 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.