საზოგადოება
ტენდერში გამარჯვებული კომპანია დაკისრებულ მოვალეობას არ ასრულებს
ქალაქ გურჯაანში, ადმინისტრაციული შენობების დასუფთავების სამსახურის საქმიანობა კრიტიკის საგანია. ტენდერში გამარჯვებული კომპანია თითქმის არც ერთ ვალდებულებას არ ასრულებს. თუმცა, ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნოდარ გორხელაშვილი ამბობს, რომ ყველა სამუშაო ხარისხიანად სრულდება. 2013 წლის 11 იანვრიდან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობებს, ტენდერში გამარჯვებული ახალი კომპანია ასუფთავებს, რომელსაც ნოდარ გორხელაშვილი ხელმძღვანელობს. ტენდერი 59 400 ლარზე გამოცხადდა, თუმცა კომპანიამ 36 ათასი ლარით გაიმარჯვა. თავიდანვე გაჩნდა ეჭვი, რომ ამ თანხით მუნიციპალური შენობა-ნაგებობების მოვლა-პატრონობა და ხარისხიანად დასუფთავება ვერ მოხერხდებოდა. ყოფილი მერიის შენობის მეორე და მეოთხე სართულზე განთავსებული დაწესებულებების თანამშრომლების თქმით, არ სუფთავდება დერეფნები და საპირფარეშოები, რის გამოც, შენობაში ანტისანიტარიაა და მღრღნელებიც გაჩნდნენ. ისინი პრობლემაზე არაოფიციალურად ღიად საუბრობენ, მაგრამ ოფიციალურ კომენტარისგან თავს იკავებენ. -"საპირფარეშოში წყლის ავზი დგას. რამდენიმე დღის წინ ვირთხა ჩავარდა და ჩაიხრჩო. როგორ წარმოგიდგენიათ, შეიძლება ასეთი წყლით სარგებლობა? ჩვენი დამლაგებლების ვალდებულება მხოლოდ იმ ოთახების დასუფთავებაა, რომელიც საკრებულოსგან ვიქირავეთ. საპირფარეშოებისა და დერეფნების სისუფთავეზე პასუხისმგებელი კი ნოდარ გორხელაშვილია, რომელიც იმაშიც კი ვერ ერკვევა, რა მოვალეობა აკისრია. მან ტენდერი ნაკლებ თანხაში მოიგო, დამლაგებლებს ხელფასები შეუმცირა და შესაბამისად, ეხლა დაკისრებულ ვალდებულებას თავს ვერ ართმევს," _ ამბობენ თანამშრომლები. შენობას ერთი დამლაგებელი ჰყავს. როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, იმ სამუშაოს, რაც მას ევალება, პირნათლად ასრულებს. -"უკვე შვიდი წელია ამ დაწესებულებაში ვმუშაობ. ჩემს მოვალეობაში კიბეების დაგვა-დაწმენდა და მხოლოდ მესამე სართულის დერეფნის და საპირფარეშოს დალაგება შედის. ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ოთახებიც არ მიწერია ხელშეკრულებაში, მაგრამ მთხოვეს და იმასაც ვალაგებ. რაც შეეხება მეორე და მეოთხე სართულის კალიდორებს, არც არასდროს დამილაგებია, იმიტომ რომ ჩემთვის ამის შესახებ არავის არაფერი უთქვამს. ხელფასი 108 ლარი მქონდა. ახალი ხელმძღვანელის მოსვლის შემდეგ შემიმცირდა და 98 ლარს ვიღებ. ამ ფასად მე დამატებით ფართს ვერ დავალაგებ. თუ ასე არ უნდათ, სულ წავალ სამსახურიდან, ან კიდევ ერთი დამლაგებელი დაიმატონ და დანარჩენი სართულები და ტუალეტები იმან დაალაგოს. ხელშეკრულება დეკემბრამდე მაქვს, ჩემს საქმეს იქამდე პირნათლად შევასრულებ. დილით 4 საათზე მოვდივარ და ვალაგებ. მერე კერძოზე მივდივარ სამუშაოდ. აქამდე მარწყვის საკრეფად დავდიოდი, ეხლა ატამში დავდივარ. აბა მარტო 98 ლარით ოჯახი როგორ უნდა შევინახო?! ავადმყოფი შვილი მყავს და ჩემი მეუღლეც არ მუშაობს," _ გვითხრა მარინა მთივლიშვილმა. ამ საკითხთან დაკავშირებით ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენელს ნოდარ გორხელაშვილს მივმართეთ, რომელმაც ოფიციალური კომენტარი არ გააკეთა და გვითხრა, რომ ის ფართი, რომლის მოვლა-პატრონობაც მას ტენდერით ევალება, სათანადოდ სუფთავდება. კომენტარისგან თავი შეიკავეს გამგებლის მოადგილე ზვიად ყვირალაშვილმა და გამგებელმა ჯონი ოსიაშვილმა. როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, შესრულებული სამუშაოებით უკმაყოფილო ორგანიზაციებმა ოფიციალური წერილით უნდა მიმართონ და რეაგირებასაც ამის შემდეგ მოახდენს. თუმცა, თავის დროზე დასუფთავების ხარისხზე კითხვები გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელს ჯონი ოსიაშვილსაც გაუჩნდა. -"ხელფასების შემცირების გამო მინდოდა ტენდერი შემეწყვიტა, მაგრამ როდესაც ეს საკითხი იურისტებთან გავიარე, აღმოჩნდა, რომ ამის საფუძველი არ არსებობს. აქვე აღვნიშნავ, რომ შარშანდელთან შედარებით შენობა კარგად სუფთავდება. ამ წუთებში მე არ მაქვს არანაირი უფლება საკითხში ჩავერიო. თუკი შევატყობ, რომ სამუშაო ხარისხიანად არ კეთდება, მაშინ იძულებული ვიქნები, ახალი ტენდერი გამოვაცხადო," _ გვითხრა მან. როგორც ჩვენთან საუბარში ნოდარ გორხელაშვილმა აღნიშნა, მათ კომპეტენციაში დერეფნების და საპირფარეშოების დასუფთავება არ შედის. თუმცა, ქალაქ გურჯაანის ტერიტორიული ორგანოს გამგეობის ადმინისტრაციული შენობის დაცვის, დასუფთავების და მომსახურების ხარჯთაღრიცხვის ნუსხაში შემდეგ პუნქტებს ვკითხულობთ: 1. ფანჯრის მინების, ალათების ჩარჩოებისა და ფანჯრის რაფების გარეცხვა, გაწმენდა, მოპრიალება. 2. კარების ფრთებისა და ჩარჩოების გარეცხვა-გაწმენდა და მოპრიალება. 3. ორგტექნიკის ვიზუალური განახლება; შუშების და განათების მოწყობილობების გაწმენდა-დასუფთავება; ვერტიკალური ზედაპირების; იატაკების და ავეჯის წმენდა; ლაქების ამოყვანა პარკეტის და ქვის საფარებისაგან; ნაგვის ყუთების რეცხვა-დეზინფექცია; ზედაპირული ნაგვის, ნარჩენებისა და სხვა არასასურველი ნივთების მოცილება იატაკიდან და კედლებიდან; მშრალი დასუფთავება (მტვრის მოცილება) და საჭიროების მიხედვით ზედაპირების წერტილოვანი რეცხვა ხსნარებით; შემოსასვლელის მინებიან კარებებზე თითების ანაბეჭდის მოცილება; საპირფარეშო ოთახებში საპნისა და ქაღალდის კონტროლი. 4. ჰოლებში დერეფნებსა და საოფისე ფართებში პარკეტის იატაკების დასუფთავება, გაწმედა-მოპრიალება. 5. ჰოლებში გრანიტის ქვის იატაკების მოწმენდა-მოპრიალება. 6. კიბის უჯრედების დასუფთავება, კერამიკული და ყველა ჰოპიზონტალური სიბრტყეების გასუფთავება, მოაჯირებისა და სახელურების გარეცხვა, გაწმენდა, გაპრიალება. ნარჩენების გატანა ხელით (ურნამდე). 7. საპირფარეშოებში კერამიკული ფილებით მოპირკეთებული იატაკების და კედლების გარეცხვა, გასუფთავება გაპრიალება. აქვე განვმარტავთ, რომ ამ ჩამონათვალიდან თითქმის არც ერთი პუნქტი არ სრულდება. მარინა პეტრიაშვილი dabinzurebuli shenoba2 dabinzurebuli shenoba3 dabinZurebuli shenoba4
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, 31
ივლისს ჩუმლაყსა და ყიტაანში 07:00 საათიდან 16:00 საათამდე ბუნებრივი
გაზის მიწოდება შეწყდება. ამის მიზეზი ჩუმლაყის გაზგამანაწილებელ
სადგურში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია.
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, 31 ივლისს ჩუმლაყსა და ყიტაანში 07:00 საათიდან 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეწყდება. ამის მიზეზი ჩუმლაყის გაზგამანაწილებელ სადგურში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია.
15:25 / 26.07.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26-28 ივლისს საქართველოში
მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი
და სეტყვა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26-28 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა.
14:23 / 26.07.2024
2019-2024 წლებში ევროკავშირის დაფინანსება საქართველოს
სამინისტროებისთვის 11-ჯერ აღემატება სამოქალაქო საზოგადოების
ორგანიზაციებისთვის გამოყოფილ თანხებს.
2019-2024 წლებში ევროკავშირის დაფინანსება საქართველოს სამინისტროებისთვის 11-ჯერ აღემატება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის გამოყოფილ თანხებს.
14:57 / 16.07.2024
დასრულდა საქართველოს პარლამენტის 26 ოქტომბრის არჩევნებში
მონაწილეობის უფლების მისაღებად იმ პოლიტიკური პარტიების
სარეგისტრაციო განაცხადების მიღება, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის
დროისთვის არ ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები.
დასრულდა საქართველოს პარლამენტის 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად იმ პოლიტიკური პარტიების სარეგისტრაციო განაცხადების მიღება, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის დროისთვის არ ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები.
13:41 / 16.07.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 6 / 19 °C
img
საგარეჯო 6 / 17 °C
img
დ.წყარო 4 / 15 °C
img
სიღნაღი 5 / 21 °C
img
ლაგოდეხი 8 / 14 °C
img
ყვარელი 6 / 19 °C
img
თელავი 6 / 18 °C
img
ახმეტა 6 / 18 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.