ჟურნალისტთა ასოციაცია „მეცენატი“ საარჩევნო სისტემების განვითარების,
რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს
პროექტს: „ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველი ქვეყნის დემოკრატიული
განვითარებისთვის“.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სამდღიანი საგანმანათლებლო
ტრენინგ-სემინარი საარჩევნო თემატიკაზე, რომელიც გაიმართება
სასტუმროში, ახაშენი-ღვინის კურორტი(მის; გურჯაანი სოფ. ახაშენი).
ტრენინგი მოიცავს შემდეგ მოდულებს: არჩევნების მნიშვნელობა,
ახალგაზრდების როლი საარჩევნო პროცესებში; საარჩევნო პროცედურები;
საკუთარი უფლება-მოვალეობები; თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები;
საარჩევნო სისტემები; პოლიტიკური პარტიების როლი არჩევნებში და
სხვ.
მონაწილეობისთვის ვიწვევთ 17-28 წლის ახალგაზრდებს კახეთის
რეგიონიდან. ტრენინგზე დასწრება, სასტუმრო და კვება უფასოა.
მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ სამოტივაციო წერილი პირადი ინფორმაციის
მითითებით ელექტრონულ მისამართზე:
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
და სათაურის
ველში მიუთითონ - Training.
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 551303567 ნატალია
ბარბაქაძე
მასალის გამოყენების პირობები