გურჯაანის მუნიციპალიტეტი გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ
კალთაზე, ზღვის დონიდან 415 მ-ზე მდებარეობს და
დედაქალაქიდან 113 კმ-ითაა მოშორებული.
ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი გურჯაანი, რომელიც
ქალაქად გამოდცხადდა 1934 წლიდან.
ჩრდილო-აღმოსავლეთით მდინარე ალაზნით გამოეყოფა
ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებს,
ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება თელავს, ხოლო
სამხრეთ-დასვლეთით სიღნაღს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ფართობი 849 კვ.კმ-ია, მის
შემადგენლობაში შედის 1 ქალაქი და 28 სოფელი.
მოსახლეობა შეადგენს: 74 ათას 487-ს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტს კახეთის გულად და ვაზის
სამშობლოდ მიიჩნევენ. აქ ხარობს ყურძნის ისეთი უნიკალური
ჯიშები, როგორიცაა: საფერავი, რქაწითელი, წარაფი და ა.
შ.
სწორედ ამიტომ, ყველაზე მეტი ღვინის ქარხანა გურჯაანის
ტერიტორიაზეა თავმოყრილი.
მევენახეობასთან ერთად აქ განვითარებულია მეხილეობაც.
განთქმულია გურჯაანული ატამი და მარწყვი. ეკონომიკის
წამყვან დარგებს წარმოადგენს აგრეთვე, მეფუტკრეობა და
მეცხოველეობა.
მუნიციპალიტეტის ტერიტორია მჭიდროდ ყოფილა
დასახლებული როგორც ბრინჯაოს, ისე ანტიკურ და ფეოდალურ
ხანაში.
ქ. გურჯაანის სახელის წარმოშობასთან დაკავშირებით
ხალხურ გადმოცემებში მრავალი ვერსია არსებობს. ერთ-ერთ
ისტორიულად დასაბუთებული ვერსიის თანახმად ამ სახელს
თურქული წარმოშობა აქვს: სიტყვა `გურჯ~ ქართველს ნიშნავს,
ხოლო "გურჯაანი" ქართველთა სადგომს. მეორე ვერსიით, შუა
საუკუნეების რუკაზე ახტალასა და ჩუმლაყს შორის
აღნიშნულია გურემანი და ვარაუდობენ, რომ სწორედ
სახელწოდება გურჯაანი არის გურემანის სახეცვლილი
ფორმა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტში მდებარეობს ქვეყნის მასშტაბით
მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლები.
გურჯაანის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს ჯარისკაცის
მამის ძეგლი.
მეორე მსოფლიო ომის დროს ერთ-ერთი გურჯაანელი გლეხის,
გიორგი მახარაშვილის ვაჟი ბრძოლაში დაიჭრა. შვილის
სანახავად წასულმა მამამ მთელი ფრონტი შემოიარა. ამის
შესახებ 1964 წელს ქართველმა რეჟისორმა რეზო ჩხეიძემ ფილმი
გადაიღო. ფილმის გმირის სახე, რომელიც დიდებულმა
მსახიობმა, სერგო ზაქარიაძემ განასახიერა, ჯარისკაცის
მსოფლიო მარადიული მამის განზოგადებულ სახედ იქცა. ომში
მოხვედრილი უბრალო გლეხი შვილის პოვნისა და მტერზე
გამარჯვების ღრმა რწმენით, მტკიცე ნაბიჯებით მიიწევს წინ.
თუმცა, საუბედუროდ, შვილი ომის დასასრულს მის მკლავებში
ამთავრებს სიცოცხლეს.
ამ გმირ მამას 1978 წელს გურჯაანში ძეგლი დაუდგეს. მისი
ავტორია მერაბ ბერძენიშვილი
მასალის გამოყენების პირობები