უძველესი დროიდან დღევანდელი დედოფლისწყარო
მუნიციპალიტეტი ხან კახეთის და ხან ჰერეთის სამეფოს
განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა
, სადაც მე-17 მე-18 საუკუნეში თითქმის 70-80 ათასი კაცი
ცხოვრობდა, მის მთავარ ქალაქ ხორნაბუჯში კი, რომელიც მე-3
მე-4 საუკუნეების კლდეზე ნაგები ციხე-ქალაქია.
დაახლოებით 10-15 ათასი. ახლაც ცოცხლობს ლეგენდა, რომლის
თანახმადაც თამარ მეფეს თავისი მეუღლე დავით სოსლანთან
ერთად ხორნაბუჯს ეწვია და ორი კვირა იცხოვრა. მთის წვერზე
კამკამა წყარო მოჩუხჩუხებდა. დედოფალს წყალი ოქროს თასით
დაულევია და ისე მოსწონებია, უბრძანებია წყალი თიხის
მილებით ხორნაბუჯის ციხის მახლობლად მიეყვანათ და
სახელად დედოფლისწყარო უწოდებიათ და ეს სახელი იქ
გაშენებულ დაბაზე გადავიდა მოგვიანებით. მთის წვერზე კი
დღესაც გადმოჩუხჩუხებს "თამარის წყარო".
მასალის გამოყენების პირობები