მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, საქართველოს
მასშტაბით, ზოგიერთ ადმინისტრაციულ ერთეულში, საკადასტრო
აზომვითი სამუშაოები უკვე დაიწყო.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიწის სისტემური
რეგისტრაცია 2022-2024 წლების განმავლობაში ეტაპობრივად
განხორციელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიებისა
და თვითმმართველი ქალაქების გარდა).
სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, მოქალაქეები საფასურის გადახდის
გარეშე მიიღებენ შემდეგ მომსახურებებს:
• მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები;
• უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება და
სისტემატიზაცია;
• გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება;
• სანოტარო მედიაცია;
• მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება;
• ფაქტების კონსტატაცია;
• მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის, უფლების დამადასტურებელ
დოკუმენტთან იდენტურობის დადგენა;
• მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების და მასში ცვლილების
რეგისტრაცია.
გურჯაანის მუნიციპიტეტის სოფელ კაჭრეთსა და ზემო
კაჭრეთში სამუშაოები უკვე დაწყებულია, კალაურში, ჭანდარსა და ძირკოკში
კი - ოქტომბრიდან განხორციელდება.
რაც შეეხება
ახმეტას, აქ მიწის აზომვები უკვე
მიმდინარეობს ზემო ალვანში, ხოლო თუშეთში - სექტემბერში უნდა
დაიწყოს.
აპრილიდან დაიწყება მიწის აზომვები
თელავის
მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში, ვანთაში, გულგულაში, ვარდისუბანში,
ნაფარეულსა და ლაფანყურში.
მიმდინარე წელს აზომვითი სამუშაოები განხორციელდება
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში. აპრილში -
სოფელ კართუბანში, ხოლო ოქტომბრიდან - ლელიანში.
მარტში განხორციელდება მიწების აზომვები
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროსა
და ფიროსმანში, ხოლო ნოემბრიდან - დედოფლისწყაროში, სამრეკლოში,
ხორნაბუჯში, ზემო და ქვემო ქედში.
საგარეჯოში, სოფელ გომბორში, უჯარმაში, კოჭბაანში,
ხაშმში,პატარძეულში, წყაროსთავში, ნინოწინდაში, გიორგიწმინდასა და
თოხლიაურში აზომვითი სამუშაოები დეკემბრიდან
დაიწყება.
ყვარელში, სოფელ მთისძირში,
ბალღოჯიანში, ახალსოფელში, კუჭატანსა და ჭიკაანში კი -
ოქტომბრიდან.
მარტში სამუშაოები დაგეგმილია
სიღნაღის
მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში, ხოლო დეკემბერში - ჯუგაანში.
რომელ სოფელში როდის დაიწყება რეგისტრაციის პროცესი, ვრცლად იხილეთ
ბმულზე.
მასალის გამოყენების პირობები