2019 წლიდან თიბისი დაზღვევა ჩაერთო სახელმწიფო პროგრამით
გათვალისწინებულ აგროდაზღვევის სექტორში და ჯამში 228 ფერმერს 2 მლნ
ლარის ოდენობის ზარალი აუნაზღაურა.
აგროდაზღვევა ფერმერებს იცავს იმ მოულოდნელი ხარჯებისგან, რომელიც
შეიძლება სტიქიური მოვლენების შედეგად მოსავლის განადგურებას
მოჰყვეს.
დაზღვეული რისკებია: სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო
ყინვა. დაზღვეული კულტურებია: მარცვლეული, პარკოსანი, ბოსტნეული,
ბაღჩეული, ხეხილი, კაკლოვანი და ვაზი.
გურჯაანის სერვის-ცენტრის დირექტორის გიორგი გაბიტაშვილის თქმით,
თიბისი დაზღვევამ რომ წარმატებით იმუშავა, ამაზე შარშანდელი შედეგებიც
მეტყველებს:
- საკმაოდ მოსახერხებელი პირობები გვაქვს, მთავარია კლიენტმა დროულად
მოახდინოს რეაგირება და ზარალიდან 24 საათის განმავლობაში დარეკოს
ცხელი ხაზზე: 0322422222. ჩვენი წარმომადგენლები ადგილზე ნახავენ და
შეფასებენ არსებულ სიტუაციას, განისაზღვრება ზარალის პროცენტი და
ანაზღაურებაც შესაბამისად მოხდება.
- ბატონო გიორგი, ხშირად ჩნდება კითხვა, რატომ არ შედის
მოსალოდნელ რისკებში გვალვა?
- მოგეხსენებათ, აგროდაზღვევა არის სახელმწიფო პროგრამა, გვალვა არ
არის გათვალისწინებული დაზღვეულ რისკებში, ჩვენ, რადგან ამ პროგრამაში
ვირებთ მონაწილეობას, ვანაზღაურებთ მხოლოდ პროექტით გათვალისწინებულ
რისკებს.
- რატომ თიბისი დაზღვევა?
- ჩვენ, მუდმივად ვცდილობთ მომხმარებელლის ცხოვრების გაამრტივებას და
ვთავაზობთ მარტივ და სწრაფ სერვისებს. ფაქტი სახეზეა, 2019 წელს
პირველად შევედით ბაზარზე და ამ პერიოდში 228 ფერმერს ავუნაზღაურეთ
2,000,000 ლარის ზარალი.ვფიქრობ, ეს საკმაოდ კარგი შედეგია.
პროგრამა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს
თანადაფინანსებით ხორციელდება, დაზღვევის ღირებულების 50%-ს
სახელმწიფო ფარავს ვაზის კულტურის შემთხვევაში, ხოლო სხვა კულტურებზე
თანადაფინანსება 70%-ია. ფერმერს აგროდაზღვევის ღირებულების გადახდა
ეტაპობრივად, სესხით სახითაც შეუძლია.
თიბისის აგროდაზღვევით შარშან ფირანი ბაწელაშვილმაც ისარგებლა და
როგორც თვითონ აღნიშნავს ძალიან კმაყოფილია:
„გურჯაანში, სოფელ არაშენდაში მაქვს ვენახები და რამდენიმე
ჰექტარზე ხორბალიც მითესია. შარშან ერთი ჰექტარი საფერავი დავაზღვიე,
ათ ტონა ყურძენს ველოდებოდი, მაგრამ მაისში ძალიან დავისეტყვეთ,
მაშინვე დავრეკე ცხელ ხაზზე და ორი კვირის ვადაში მოვიდნენ ბიჭები
ზარალის შესაფასებლად. მე ძალიან კმაყოფილი დავრჩი, რადგან რეალურად
შეაფასეს ზარალი, 70 % დაითვალეს, ასეც გამოვიდა, იმიტომ რომ
შემოდგომით 3 ტონამდე ყურძენი დავკრიფე. ძალიან კმაყოფილი ვარ თიბისი
დაზღვევის მომსახურებით.“
აგროდაზღვევის შეძენა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ვინც
ამუშავებს მიწას და მოყავს მოსავალი. სავალდებულოა, მიწა
რეგისტრირებული იყოს საჯარო რეესტრში და დასაზღვევი ნაკვეთი არ
აღემატებოდეს 5 ჰექტარს ან 30 ჰექტარს მარცვლეული კულტურის
შემთხვევაში. თუ მომხმარებელი ამ სახელმწიფო პროგრამის რაიმე
კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს შეუძლია სახელმწიფოს თანადაფინანსების
გარეშეც დაეზღვიოს. ამ შემთხვევაში სადაზღვევო პრემიის 100%-ს ფერმერი
გადაიხდის.
აგროდაზღვევის შეძენა შესაძლებელია თიბისი ბანკის შიდა ქართლისა და
კახეთის ფილიალებში.
[R]
მასალის გამოყენების პირობები