ახალი ამბები
გზაგამყოფი ზოლი კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი
რამდენიმე დღის წინ გურჯაანში, ნონეშვილის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მოტოციკლი და ჟიგულის მარკის ავტომობილი შეეჯახა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, რომ არა გზაგამყოფი ბეტონის ფილები, ამ შემთხვევის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა. გურჯაანელებმა საფრთხეზე საუბარი ფაქტობრივად გზაგამყოფის დამონტაჟებისთანავე დაიწყეს, თუმცა, უშედეგოდ.

გასულ კვირას მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, საბედნიეროდ მსხვერპლი არ მოჰყოლია. შეჯახების შედეგად მოტოციკლის მძღოლმა ტვინის შერყევა მიიღო და სასწრაფო დახმარების მანქანით გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსის საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც გურჯაანელები ამბობენ, ნონეშვილის გამზირზე ხშირად ხდება ავტოსაგზაო შემთხვევა და ავარიული სიტუაციებიც იქმნება. ამის მიზეზად კი გზაგამყოფ ფილებს ასახელებენ, რომელიც 2010 წელს გაკეთდა. ამის გამო უკმაყოფილებას ტაქსის მძღოლებიც გამოთქვამენ.

ჩვენთან საუბარში კობა ბერიაშვილმა აღნიშნა, რომ გზაგამყოფი ზოლის მოწყობის შემდეგ მანქანების სავალი ნაწილი საკმაოდ დავიწროვდა და ხშირად პრობლემები ექმნებათ.
-"აქ ასეთი რაღაცის გაკეთება, მიზანშეწონილი არ იყო, გზა ძალიან დავიწროვდა. მანქანებს რომ აჩერებენ, კიდევ უფრო პატარა ადგილი რჩება, ზოგჯერ გვერდის ავლაც შეუძლებელია. სწორედ ეს არის ცენტრში გახშირებული ავარიების მიზეზიც. თორემ მანამდე მსგავსი შემთხვევები ასეთი მასიური არ იყო. ალბათ იცით, რომ ცოტა ხნის წინ მოტოციკლი და ჟიგული ერთმანეთს შეეჯახნენ. ცემენტის ფილები რომ არ ყოფილიყო, ალბათ გვერდის ავლას შეძლებდნენ და ეს არ მოხდებოდა," _ აღნიშნა მან.

მსგავს მოსაზრებას გამოხატავს ლევან იასეშვილიც.
"მანქანები გიჟებივით დარბიან, ცენტრია და ასეთი დიდი სისწრაფით მოძრაობა არ შეიძლება. ზოგი კიდევ ისე აჩერებს, რომ ადგილზე ქმნის ავარიულ სიტუაციას. ერთი პერიოდი ისიც ითქვა, გზაგამყოფები უნდა აიღონო, მაგრამ დაპირება დაპირებად დარჩა. თუ მძღოლების აზრს ვინმე გაითვალისწინებს, უკეთესი იქნება."

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის ზურა დანელიშვილის თქმით, მოსახლეობამ ეს საკითხი რამდენჯერმე წამოჭრა, მაგრამ მისი მოგვარება დღემდე ვერ მოხერხდა.
-"ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემდეგ, ამის შესახებ მოსახლეობამ რამდენჯერმე მოგვმართა და დავპირდით კიდეც, რომ პრობლემას მოვაგვარებდით. როდესაც ინფრასტრუქტურული საკითხები განხილებოდა და დაიწყო მსჯელობა ფული სად და როგორ გადაენაწილებინათ, ეს საკითხი არაერთხელ დავაყენე, მაგრამ ვერაფერს მივაღწიე. ხალხი შეწუხებულია შუა გზაზე აღმართული ბარიკადებით. ეხლა რომც შევთანხმდეთ, ამის გაკეთება შეუძლებელია, იმიტომ, რომ თანხები აღარ არის. ალბათ, ეს პრობლემა მომავალი წლისთვის მაინც მოგვარდება."

გურჯაანის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის, ეკონომიკისა და ინფრასქტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსის ირაკლი მინდიაშვილის განმარტებით, 2010 წელს სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 60 ათას 800 ლარი გამოიყო, რომლის ფარგლებშიც გზაგამყოფი ზოლი, ბორდიურები, ტრორუარები და გაზონები მოეწყო.

"სპექტრი" დაინტერესდა, რამდენი საგზაო შემთხვევა დაფიქსირდა 2010 წლიდან დღემდე ნონეშვილის გამზირზე. ამ კითხვით შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს შორენა ჯახუას მივმართეთ, რომელმაც გვთოვა, კითხვები ელექტრონული ფოსტით გადაგვეგზავნა. თუმცა, დაპირების მიუხედავად, პასუხი დღემდე არ მიგვიღია.

აქვე შეგახსენებთ, რომ 2011 წლავარიის შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაშავდაის თებერვალში გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გიორგი პეტრუზაშვილი "სპექტრთან" საუბარში განმარტავდა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე გაჩერებული მანქანები მოძრაობას არანაირად არ აფერხებს. თუმცა საპირისპიროს ამტკიცებდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაქარია იაგანაშვილი.
-"გზის სივიწროვეს გზაგამყოფი კი არ ქმნის, არამედ თავად მოქალაქეები. ერთ რამეს უნდა მიექცეს ყურადღება, მძღოლები ავტომობილებს არასწორად აჩერებენ, რის გამოც გზა ვიწროვდება და შესაბამისად, თავისუფალად მოძრაობაც ჭირს. აღნიშნული საკითხი ნამდვილად პრობლემურია, სწორად ამიტომ ჩვენ ვიმსჯელეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაზაფხულზე ნონეშვილისა და გურამიშვილის, ასევე ნონეშვილისა და რუსთაველის ქუჩის კვეთაზე დავდგათ შესაბამისი საგზაო ნიშნები. ავტომობილების მოძრაობის დარეგულირების მიზნით, დავდგამთ პარკირების ნიშანს იქ, სადაც მანქანებს აჩერებენ."

ამის მიუხედავად, დღემდე არც ერთი საგზაო ნიშანი არ დგას. მეტიც, პარკირების ზოლი, რომელიც თავის დროზე ასფალტზე მონიშნეს, ისიც წაიშალა და შესაბამისად, მძღოლები მანქანებს სურვილის მიხედვით, ქაოსურად აჩერებენ.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 მაისიდან დასავლეთ
საქართველოს დაბლობში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება +26,
+31, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +22, +27 გრადუსამდე.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 მაისიდან დასავლეთ საქართველოს დაბლობში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება +26, +31, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +22, +27 გრადუსამდე.
15:08 / 20.05.2024
დღეს, 18 მაისს, ქალაქ გურჯაანში, ეროვნული სამოსის დღისადმი
მიძღვნილი მსვლელობა გაიმართა.
დღეს, 18 მაისს, ქალაქ გურჯაანში, ეროვნული სამოსის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართა.
21:32 / 18.05.2024
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე საქართველოს
პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ რუსულ კანონზე ვეტოს დადებას
ეხმაურება და აცხადებს, რომ „გამჭვირვალობის კანონის“ წინააღმდეგ არ
არსებობს შენიშნვები და არგუმენტები.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ რუსულ კანონზე ვეტოს დადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ „გამჭვირვალობის კანონის“ წინააღმდეგ არ არსებობს შენიშნვები და არგუმენტები.
19:52 / 18.05.2024
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსულ კანონს ვეტო
დაადო. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე
სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ აღნიშნული კანონი თავისი არსით არის
რუსული და ვეტო არის მარტივი - კანონი არ ექვემდებარება არავითარ
შესწორებებს და ერთადერთი გზა მისი გაუქმებაა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსულ კანონს ვეტო დაადო. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ აღნიშნული კანონი თავისი არსით არის რუსული და ვეტო არის მარტივი - კანონი არ ექვემდებარება არავითარ შესწორებებს და ერთადერთი გზა მისი გაუქმებაა.
18:15 / 18.05.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 10 / 21 °C
img
საგარეჯო 11 / 21 °C
img
დ.წყარო 7 / 19 °C
img
სიღნაღი 9 / 21 °C
img
ლაგოდეხი 9 / 17 °C
img
ყვარელი 10 / 21 °C
img
თელავი 11 / 22 °C
img
ახმეტა 10 / 22 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.