ინფრასტრუქტურა
გაუმარჯოს თანამედროვე, ვირის ტაჩკის სიჩქარით მოძრავ მატარებელს!
90-იანი წლებიდან კახეთის რკინიგზა უფუნქციოდაა დარჩენილი. თითქმის ოცი წელია, რაც რეგიონში გადაადგილების ეს საშუალება მივიწყებულია. პრობლემით საზოგადოება "გურჯაანი" დაინტერესდა. მისი წარმომადგენელი ოთარ ჭილაშვილი "სპექტრთან" საუბრისას აცხადებს, რომ საკითხით არც ძველი და არც ახლანდელი ხელისუფლება ინტერსედება. მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ღვინიაშვილის თქმით კი, რკინიგზის საკითხს ვანო მერაბიშვილის პრემიერმინისტრობის დროს აქტიურად განიხილავდნენ, თუმცა პირველი ოქტომბრის შემდეგ ვითარება შეიცვალა. საზოგადოება "გურჯაანის" წევრი და ქალაქის საპატიო მოქალაქე ოთარ ჭილაშვილი გულისტკივილით საუბრობს უფუნქციოდ დარჩენილი კახეთის რკინიგზის შესახებ. -"20 წელზე მეტია გრძელდება კახეთის რეგიონის იზოლაცია. გლეხი, საწყალი მუშა ვერ ახერხებს თბლიში წასვლას, რადგან მას სამარშრუტო ტაქსების ფული არ აქვს. მატარებლით გადაადგილოების საშუალება კი არ არსებობს, ეს კახეთისთვის უბედურებაა."-ამბობს ოთარ ჭილაშვილი. მისივე თქმით, სარკინიგზო ხაზის მოშლა, რეგიონში ტურისტების შემოსვლის რიცხვსაც ამცირებს. "მხოლოდ იდიოტები იტყვიან, რომ მატარებელი ავტომობილმა ჩაანაცვლა. ეხლა შესაძლოა სირიის კრიზისი განვითარდეს და საწვავი კიდევ უფრო გაძვირდეს. რკინიგზა კი ყველაზე ეკონმიური, იაფი და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტია. გიჟები არიან ამერიკელები, ინგლისელები, ფრანგები, იაპონელები, ჩინელები რომ ყოველთვის ავითარებენ რკინიგზას? ჩვენ არ გვჭირდება?!" ოთარ ჭილაშვილს უკვირს, რატომაა კახეთი "დაჩაგრული" მაშინ, როცა სხვა რეგიონებში სარკინიგზო მიმოსვლა ჩქაროსნული მატარებლითაც კი არის შესაძლებელი. -"მაგალითად, ბორჯომიდან თბილისში ჩამოსვლა ადამიანს ერთი ლარი უჯდება. ასევე ზესტაფონიდან თბილისამდე ერთი ლარი ღირს. მაშინ, როდესაც გურჯააიდან დედაქალაქში ჩასასლელად მოქალაქეს შვიდი ლარი სჭირდება." ოთარ ჭილაშვილის თქმით, გარდა იმისა, რომ სარკინიგზო მიმოსვლა კახელ გლეხს წაადგება, ასევე მნიშვნელოვნად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზეც. -"ვთქვათ, გლეხს ბაზარზე გასაყდად წასაღები აქვს სოფლის მეურნეობის პროდუქტი. მატარებლით უფრო ნაკლები დაუჯდება და ოჯახში რომ დანაზოგს შეიტანს, მთელი კვირა ეყოფა. 1917 წელს კოტე აფხაზმა კახეთის რკინიგზა სახელმწიფოს გადასცა საკუთრებაში. ეს იყო მისი მხრიდან უზარმაზარი დამსახურება. ამ დროისთვის ეს იყო შვიდი მილიონი ფრანკის ღირებულების ქონება. მაგ წლებში კახეთს ძირითადი შემოსავალი რკინიგზიდან ჰქონდა. დამტკიცებულია, რომ რეგიონი პირველი მსოფლიო ომის დროს შიმშილით ამოწყდებოდა, რომ არა კახეთის რკინიგზა. გაითვალისწინონ ეს დრევანდრლმა პოლიტიკოსებმა და მთავრობამ." საზოგადოება "გურჯაანის" წარმომადგენელი წუხს, რომ ამ საკითხით არც ძველი და არც ახლანდელი ხელმძღვანელობა დაინტერესებულა. "ვითომ აკეთებდნენ, აკაკი ჩხაიძის დროს მივაკითხეთ. აი დღეს, აი ხვალ, მაგრამ უკან და უკან წავიდა ყველაფერი, დღეს კი სავალალო მდგომარეობაშია. თვით სატვირთო გადაზიდვის მატარებლებიც "ვირის ტაჩკის" სიჩქარით მოძრაობენ. გაუმარჯოს თანამედროვე, "ვირის ტაჩკის" სიჩქარით მოძრავ მატარებელს! აუცილებელია, რომ ეს პრობლემა მთავრობამ განიხილოს და შედგეს ბიუჯეტი, რაც კახეთის რკინიგზის აღდგენას დასჭირდება." კახეთის რკინიგზის აღდგენას და მატარებლით მგზავრობის ტრადიციის დაბრუნებას თითქმის ყველა გურჯაანელი მიესალმება. -"მატარებელი გადაადგილების უფრო იაფი საშუალება იყო. მთავარია, რომ გამართული ვაგონები ჰქონდეს და სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდეს. მართალია, ახლა გადაადგილების ალტერნატიული საშუალებაც ბევრია, მაგრამ ვფიქრობ, რკინიგზას თავისი ხიბლი და სარგებელი აქვს. როგორც ვიცი, ყველა ცივილურ ქვეყანაში ერთ-ერთი წამყვანი ტრანსპორტია მატარებელი. კახელები რითი ვართ ნაკლები?"-მიიჩნევს ნოდარ ჯალიაშვილი. რკინიგზის რეაბილიტაციას აუცილებლობად მიიჩნევს გურჯაანის მკვიდრი ლამარა მაჭავარიანიც: "თუკი მგზავრობა იაფი ეღირება, ვთქვათ 2 ლარი, პირადად მე მივესალმები." "სპექტრი" "საქართველოს რკნიგზის" ხელმძღვანელობის პოზიციით დაინტერესდა. განიხილავს თუ არა უწყება კახეთის რეგიონში სარკინიგზო მიმოსვლის რეაბილიტაციის საკითხს? თუკი მიმდინარეობს ამ მიმართლებით საქმიანი მოლაპარაკებები, როდისთვის არის შესაძლებელი, რომ კახეთში რეალურად არსებობდეს, როგორც სამგზავრო, ასევე სატვირთო მატარებელი? რატომ ვერ ხერხდება სარკინიგოზო მიმოსვლის აღდგენა კახეთში, როდესაც სხვა რეგიონებში მოსახლეობას აღნიშნული სერვისით სარგებლობის საშუალება აქვს?-ამ შინაარსის კითხვები "საქართველოს რკინიგზის" პრესსამსახურს გადავუგზავნეთ, თუმცა ჩვენი არაერთი მცდელობის მიუხედავად ამ დრომდე უწყებიდან პასუხი არ მიგვიღია. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კი აცხადებენ, რომ პრობლემა ცენტრის დონეზეა გადასაწყვეტი და ადგილობრივი ხელმძღვანელობის კომპეტენცია არ არის. -"დიახ, ბატონი ოთარ ჭილაშვილი იყო ჩემთან მოსული. მოგეხსენებათ, რკინიგზა სახელმწიფოს შპს-ია. ამაზე საჭიროა საკითხის დასმა ეკონომიკის სამინიტროსთან. უნდა დადგინდეს-რამდენად რენტაბელური იქნება, რამდენად არის მოთხოვნილება ხალხის მხრიდან. ასევე რკინიგზა რა მდგომარეობაშია. რაც შეეხება მის რეაბილიტაციას, ეს ფართოOმასშტაბს განეკუთვნება და ცოტა რთულია საუბარი. საკითხი ცენტრალიზებულად უნდა გადაწყდეს."-გვითხრა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ემზარ ჯიქურაშვილმა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარნმა დეპუტატმა, გიორგი ღვინიაშვილმა "სპექტრთან" საუბრისას აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლებას კახეთის რკინიგზის რეაბილიტაციის გეგმა შემუშავებული ჰქონდა. -"ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამ თემაზე, რადგან მოსახლეობამ მრავალჯერ დააყენა ეს საკითხი. გეგმაში გვქონდა, კახეთის რკინიგზა აზერბაიჯანის რკინიგზას შეერთებოდა. ეს მომგებიანი იქნებოდა ხალხისთვის. ამაზე აქტიურად ვმუშაობდით, როდესაც პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი იყო. Mმაგრამ როგორც იცით პირველი ოქტომბრის შემდეგ ზოგადად ბევრ რამეზე შეწყდა საუბარი. ასე რომ დღესდღეობით ვერაფერს ვერ გეტყვით."-გვითხრა გიორგი ღვინიაშვილმა. 2012 წლის 12 აპრილამდე "საქართველოს რკინიგზა" სახელმწიფო 100%-იანი წილით შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას წარმოადგენდა. 2012 წლის 12 აპრილიდან კი სააქციო საზოგადოებად გარდაიქმნა. rkinigza2 კახეთის რკინიგზაზე, პირველმა მატარებელმა 1914 წლის 22 სექტემბერს გაიარა. 1915 წლიდან კი ინტენსიურად მოძრაობდა, როგორც სატვირთო, ისე სამგზავრო მატარებელი. რკინიგზის გაყვანა, ილია ჭავჭავაძის დისშვილის, კოტე აფხაზის და თავადაზნაურთა თაოსნობით მოხერხდა. მომავალ წელს კახეთის რკინიგზა 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. გურჯაანელები იმედს იტოვებენ, რომ კახეთის რკინიგზა წარსულის ქიმერად არ დარჩება და უახლოეს მომავალში გადაადგილების ერთ-ერთი რეალური სატრანსპორტო საშუალება იქნება.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა
აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო
გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05.06.2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში,
ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც
დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის
დასახელებები.
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12.04.2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის
რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები
თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10.04.2024
11-დან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ27-კმ33 მონაკვეთზე
მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ყველა სახის
ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება, - ინფორმაციას აღნიშნულთან
დაკავშირებით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ავრცელებს.
11-დან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ27-კმ33 მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება, - ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
10:48 / 10.04.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 6 / 19 °C
img
საგარეჯო 6 / 17 °C
img
დ.წყარო 4 / 15 °C
img
სიღნაღი 5 / 21 °C
img
ლაგოდეხი 8 / 14 °C
img
ყვარელი 6 / 19 °C
img
თელავი 6 / 18 °C
img
ახმეტა 6 / 18 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.