გურჯაანში 15 ივნისს მოსული ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანებულ წმინდა
ნინოსა და სარაჯიშვილის ქუჩებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. უკვე
გამოვლენილია ტენდერში გამარჯვებული კომპანია.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერი
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის
საავტომობილო გზის 5 კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო
სამუშაოების განსახორციელებად 6 113 436 ლარზე გამოაცხადა.
გამარჯვებულია კომპანია შპს „ქეი ქონსთრაქშენი“, რომელიც ერთადერთი
მონაწილე იყო. ამ დროისთვის მიმდინარეობს ხელშეკრულების
გაფორმება.
ტექნიკური დოკუმენტაციის მიხედვით, შესასრულებელია შემდეგი ტიპის
სამუშაოები:
- მოსამზადებელი სამუშაოები;
- მიწის ვაკისის მოწყობა;
- საგზაო სამოსის მოწყობა;
- სახიდე გადასასვლელის მოწყობა და არსებულის რეაბილიტაცია;
- რკინაბეტონის კიუვეტების მოწყობა;
- მიერთებების და ეზოში შესასვლელების შეკეთება;
- ტროტუარების მოწყობა;
- წრისა და გამყოფი კუნძულების მოწყობა;
- განათების ბოძის მოწყობა;
- გზის კუთვნილება და მოწყობილობა.
სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება. მისი ღირებულება ტენდერის
მიხედვით, 5 740 517 ლარს შეადგენს.
აქვე შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ
დაზიანებულია გურჯაანში მთავარ მაგისტრალზე არსებული
ხიდი, რომელიც პრობლემებს უქმნის როგორც ფეხით მოსიარულეებს,
ასევე მძღოლებსაც.
მასალის გამოყენების პირობები