ვეჯინში გზების რეაბილიტაცია და მინი სპორტული მოედნის მოწყობა მიმდინარეობს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ ვეჯინში შიდა საუბნო გზის
რეაბილიტაციას ახორციელებს, რომელიც მოიცავს 1167 მეტრი სიგრძის გზაზე
ასფალტის საფარის დაგებას, ასევე ეზოებში შესასვლელებისა და
მიერთებების მოწყობას.
მერიის ინფორმაციით, სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული
კომპანია შპს "ენ-დი როუდი" ასრულებს. პროექტის ბიუჯეტია 860 600
ლარი. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან
და ადგილობირვი ბიუჯეტიდან 860 600 ლარით ფინანსდება.
როგორც მერიაში აცხადებენ, აღნიშნული მონაკვეთის გარდა, სოფელ ვეჯინში
კიდევ ერთი შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია ხორციელდება. ასევე
მიმდინარეობს მინი სპორტული მოედნის მოწყობა.
მასალის გამოყენების პირობები