ქალაქ თელავში, პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში
რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მერიის ინფორმაციით,
უკვე დასრულებულია სამუშაოების პირველი ეტაპი, რომელიც 12 შენობის
ფასადის რეაბილიტაციას მოიცავდა.
„სამუშაოების პირველი ეტაპი, დასრულებულია. შეიცვალა კარ-ფანჯრები,
მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, რეკრიაციული სივრცეები, ქუჩის და ფასადის
განათება, რისთვისაც 5,133, 512 ლარი დაიხარჯა.“ - აცხადებენ
მერიაში.
მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოები
ხორციელდება, რაც მოიცავს რუსთაველის ქუჩაზე მდებარე შენობების
რეაბილიტაციას. პროექტის ფარგლებში მოეწყობა სკვერები და საცხოვრებელი
სახლების ღობეები.
სამუშაოების ჯამური ღირებულება დაახლოებით 9,000,000 ლარია.
მასალის გამოყენების პირობები