სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქ წნორში,
ევდოშვილის ქუჩაზე, კულტურის და დასვენების პარკის მშენებლობა
სრულდება.
მათივე თქმით, პროექტის ფარგლებში აშენდა ამფითეატრი, შადრევანი,
საბავშვო გასართობი მოედნები, მოეწყო გარე განათების და წვეთოვანი
სარწყავი სისტემა და აქტიურად მიმდინარეობს 1 ჰექტარზე გაშენებული
სარეკრეაციო ზონის გამწვანების სამუშაოები.
„პროექტის მიზანია, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ყველაზე მჭიდროდ
დასახლებულ და ეკონომიკური საქმიანობით ყველაზე აქტიურ ქალაქ წნორში
როგორც დასვენებისა და განტვირთვისთვის რეკრეაციული სივრცის, ასევე,
ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა და საინვესტიციოდ მიმზიდველი
გარემოს შექმნა,“ - აცხადებენ მერიაში.
ცნობისთვის, პროექტი „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების
პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 2 058
231 ლარს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები