ინტენსიური თოვის გამო ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო მსუბუქი
ავტოტრანსპორტის მოძრაობა მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების
გამოყენებითაა დასაშვები, - ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით,
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ავრცელებს.
„ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ30-კმ50
(სოფ. გომბორი-შუა მთის მონასტრის გადასახვევი) მონაკვეთზე, მსუბუქი
ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო
ჯაჭვების გამოყენებით. ხოლო მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი
ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია“, -
აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების ცნობით, საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთზე
ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
მასალის გამოყენების პირობები