კვეტერის ციხის მიმდებარედ ინფრაქტრუქტურის მოსაწყობად გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც
ციხე-ქალაქ კვეტერის მდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის
მოწყობას ითვალისწინებდა, მონაწილეობის სურვილი არავის გამოუთქვამს.
შესაბამისად, ტენდერი ჩაიშალა და მერიამ ხელახალი ტენდერი კვლავ 1
მილიონ 489 684 ლარზე გამოაცხადა. წინადადებისმიღების ვადა 14 ივნისს
იწურება.
თანხის 99% ცენტრალური ბიუჯეტიდან უნდა დაიხარჯოს,1% კი ადგილობრივი
ბიუჯეტიდან.
ტენდერის პირობების თანახმად, პროექტი მოიცავს გზის რეაბილიტაციას,
ბორდიურების, პანორამული გადასახედის, საპკნიკე სივრცის,
ფანჩატურების, განათებებისა და საპირფარეშების მოწყობას. აგრეთვე
გაკეთდება ავტოსადგომი და მოეწყობა გალავნის კედელი.
აღნიშნული სამუშაოების შესრულებას დაახლოებით ნახევარი წელი
დასჭირდება.
მასალის გამოყენების პირობები