საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ
დროისთვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გზის გარკვეულ
მონაკვეთებზე მოძრაობა შეზღუდულია.
გადაადგილების სპეციალური რეჟიმები მოქმედებს შემდეგ საავტომობილო
გზებზე:
- თოვისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის
მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი
ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის
გადაადგილება თავისუფალია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით,
მლეთა-გუდაურის და გუდაური–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის
მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ
ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
- ინტენსიური თოვის და ქარბუქის გამო,
კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის
კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის
ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
- თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე
დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის
მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის
ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.
- ლიპყინულის გამო, საჩხერე-ონის საავტომობილო გზაზე აკრძალულია
მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება,
ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
- ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო,
ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას
უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და
ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის
ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გზის დანარჩენ
მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
- ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ186
(ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი,
ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის
ავტობუსების მოძრაობა. ხოლო, კმ138-კმ186 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე
მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო
ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და
მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის
კმ1-კმ70 (ზუგდიდი-ხაიში) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა
თავისუფალია.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში განმარტავენ, რთული
მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე გადაადგილების
შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, ქვეყნის მასშტაბით გაწმენდითი
სამუშაოები და ქვიშა-მარილის ნარევის დაყრა უწყვეტ რეჟიმში
ხორციელდება.
აღნიშნული უწყება მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის
პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და
დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.
მასალის გამოყენების პირობები