ბაკურციხე-თელავი-ახმეტის საავტომობილო გზის 15,5 კმ-იან მონაკვეთზე
სამშენებლო სამუშაოები დაასრულდა და დღეიდან გაიხსნა.
ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი, რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის მინისტრი, მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი
საქართველოში და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები
დაესწრნენ.
„მინდა ყველას გადავუხადო მადლობა ასეთი ინტენსიური მუშაობისათვის.
სიახლე რაც ჩვენ გვაქვს ეს არის სრულყოფილი ოთხზოლიანი ავტობანის
დაწყება. ყოველი მეორე ტურისტი დადის კახეთში ამიტომ მთავრობა ძალიან
დიდ ყურადღებას უთმობს ინფრასტრუქტურის განვითარებას. მინდა კიდევ
ერთხელ გადავუხადო ჩვენს დონორს მადლობა მნიშნელოვანი პორექტის
დაფინანსებისთვის. მთლიანობაში მინდა გითხრათ რომ ათწლიანი გეგმის
ფარგლებში ჯამში მთელი ქვეყნის მასშტაბით გზების ინფრასტრუქტურაში 32
მილიარდი ლარი დაიხარჯება. რეალურად ყველა რეგიონში ევროპული
სტანდარტები შემოვა.“-აღნიშნა პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ გურჯაანის შემოვლითი გზის პროექტი,
შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მესამე
პროექტის (SLRP III) ფარგლებში, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით
განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 38 მილიონი ლარი შეადგინა.
გურჯაანის შემოვლითი გზა, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის
ბაკურციხე-თელავი-ახმეტას გზას აკავშირებს საერთაშორისო მნიშვნელობის
თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზასთან. ახალი გზის საშუალებით,
გურჯაანი-ბაკურციხის მიმართულებით მოძრავ ავტოტრანსპორტს საჭიროების
გარეშე აღარ მოუწევს გავლა ქალაქ გურჯაანში და გურჯაანის
მუნიციპალიტეტის 6 სოფელში (ბაკურციხე, კოლაგი, ძირკოკი, ჭანდარი,
ვეჯინი და ჩუმლაყი). ის სატრანსპორტო ნაკადები, რომელიც
გადაადგილდებოდა გურჯაანის ტერიტორიაზე გადაინაცვლებს გურჯაანის
შემოვლით გზაზე, რაც ეკოლოგიური და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების
თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი იქნება ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
ახალი გზა ანახევრებს მგზავრობის დროსაც.
მასალის გამოყენების პირობები