ქალაქ თელავში მდებარე პროფესიული კოლეჯი „პრესტიჟი“-ს სრული
რეაბილიტაცია აქტიურად ხორციელდება.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე
თამარ ქიტიაშვილი კახეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, ირაკლი
ქადაგიშვილთან და თელავის მუნიციპალიტეტის მერთან, შოთა
ნარეკლიშვილთან ერთად, კოლეჯში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს
ადგილზე გაეცნო.
ა(ა)იპ კოლეჯმა ,,პრესტიჟი’’ სასწავლო კორპუსის რეაბილიტაციისათვის
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
სამინისტროსგან მიიღო დაფინანსება 2 647 125,49 ლარი. აღნიშნული
სამუშაოები ითვალისწინებს: ძირითადი სასწავლო კორპუსის სრულ
რეაბილიტაციას, გარე სპორტული მოედანის მშენებლობა-მოწყობას, შენობის
გარე ტერიტორიის კეთილმოწყობას.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის
სამინისტროს ხელშეწყობით კოლეჯში დამატებით იგეგმება სტუდენტთა საერთო
საცხოვრებლის მშენებლობა-მოწყობა, აგრეთვე გარე სახელოსნოების
მშენებლობა და აღჭურვა შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური რესურსით.
შენობის, სასწავლო სახელოსნოებისა და ლაბორატორიების სამშენებლო
სამუშაოების დასრულების და მათი სრული აღჭურვის შემდგომ კოლეჯი
დაიმატებს და განახორციელებს შრომის ბაზარზე მოთხოვნად, რეგიონისათვის
პრიორიტეტულ შემდეგ მიმართულებებს: აგრარული, სოფლის მეურნეობის,
ბიზნესის ადმინისტრირების, ჯანდაცვის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის,
მომსახურების სფეროს სხვადასხვა პროფესიულ საგანმანათლებლო
პროგრამებს.
„პროფესიული კოლეჯი პრესტიჟი განაგრძობს ფუნქციონირებას ოქტომბრის
თვიდან, ახალი პროფესიებით, ახალი პროგრამებით. ეს არის სრულიად
თანამდეროვედ აღჭურვილი და რეაბილიტირებული კოლეჯი, რომელიც
შესთავაზებს საინფორმაციო ტექნოლოგიების, საინჟინრო, ტურიზმისა და
მასპინძლობის მიმართულებით განახლებულ პროგრამებს. ვფიქრობ, რომ
თელავისთვის და მთლიანად კახეთის მოსახლეობისთვის ძალიან
მნიშვნელოვანი სიახლეა. იმედი გვაქვს, რომ კოლეჯი შეძლებს და
შესთავაზებს ახალგაზრდებს და ზრდასრულებს მათ საჭიროებებზე მორგებულ
მრავალფეროვან სერვისებს. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ,
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
გააგრძელებს კოლეჯის განვითარებაზე ზრუნვას და ჩვენ მოვაწყობთ
ექსტრა-კულიკულური აქტივობების დასანერგად მრავალფეროვან გარემოს,
სხვადასხვა კლუბებს და ხელშემწყობ აქტივობებს სტუდენტების საინტერესო
ცხოვრების მხარდასაჭერად “ - აღნიშნა თამარ ქიტიაშვილმა.
პარალელურ რეჟიმში, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით,
კოლეჯის გარე პერიმეტრზე არსებული სანიაღვრე არხები კეთდება და
კეთილმოეწყობა ავტო-პარკინგის კეთილმოწყობას. სამუშაოები აგვისტოს
თვეში დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები