კახეთში 200 კმ-მდე გზის მოდერნიზებისთვის საპროექტო სამუშაოები იწყება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს
საავტომობილო გზების დეპარტამენტი,თბილისი-ბაკურციხე-
წნორი-ლაგოდეხისა და თბილისი-საგარეჯო-ბაკურციხის საავტომობილო გზების
მიმართულებით საპროექტო სამუშაოებს იწყებს.
დოკუმენტაციის მოსამზადებლად, ხელშეკრულებას ხელი საავტომობილო გზების
დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრე თევდორაძემ და
(ერთობლივი საწარმო) JV AECOM & ILF-ის წარმომადგენლებმა ფიელ შატო
ლორტიმ და სტეფან მორნმა მოაწერეს ხელი.
საპროექტო სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 2 514 704 ევრო და 3
124 683 ლარს შეადგენს. პროექტირების ვადა 2017 – 2018 წლებია და
ხელშეკრულების გაფორმებიდან 17 თვეში უნდა დასრულდეს. საპროექტო
სამუშაოებს მსოფლიო ბანკი აფინანსებს.
აღნიშნული საგზაო მონაკვეთები, პრემიერ-მინისტრის გიორგი
კვირიკაშვილის ინიციატივის, 4 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულების
- ქვეყნის სივრცითი განვითარების ნაწილია.
მასალის გამოყენების პირობები