ეკონომიკა
პრეზიდენტი აიძულებდა თუ გუბერნია შპს "თემას" საკუთარი თანხის ხარჯვას?
გურჯაანის სპორტკომპლექსის სამუშაოების მწარმოებელმა შპს "თემა-მ" პროკურატურაში სარჩელი შეიტანა. ორგანიზაციის ხელმძღვანელი იძულებით დახარჯული თანხის დაბრუნებას ითხოვს. წინასაარჩევნოდ პრეზიდენტის მიერ გახსნილი სპორტკომპლექსი კი დღემდე უფუნქციოდაა. გურჯაანის სპორტკომპლექსის პრობლემა მოსახლეობისთვის დღემდე აქტუალურია. როგორც ჩვენთან საუბარში გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ჯონი ოსიაშვილმა აღნიშნა, ამ საკითხთან დაკავშირებით ახალი დეტალები გამოიკვეთა. -"აუზის პრობლემა უკვე მოგვარდა. ამჟამად შენობის ჭერთან დაკავშირებით კიდევ არის რაღაც პატარა სამუშაოები ჩასატარებელი. ამის გადაჭრა შეიძლება, მაგრამ როგორ ჩავიბარო? შენობა სხვა არის და პროექტი სხვა. ტენდერი სხვა ტიპის შენობაზე გამოცხადდა. ჩვენ შევხვდით ფირმა შპს `თემას~ წარმომადგენლებს, რომლებიც სპორტკომპლექსში სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდნენ. როგორც მათ ჩვენთან საუბარში აღნიშნეს, ძველი მთავრობა აიძულებდათ თავიანთი სახსრებით სხვაგვარი შენობა აეშენებინათ. როგორც მათ ეუბნებოდნენ, პროექტი გზაში მოგეწევათო. მათივე განმარტებით, მილიონ ლარამდე საკუთარი თანხები აქვთ დახარჯული და ამის შესახებ სასამართლოში სარჩელიც შეიტანეს. პრეზიდენტი აიძულებდათ თუ გუბერნია, ეს ალბათ სასამართლოზე გადაწყდება," _ გვითხრა ჯონი ოსიაშვილმა. მისივე განმარტებით, მან პროკურატურას და სამინისტროს შენობის ექსპლოატაციაში შესვლის თხოვნის თაობაზე განცხადება მისწერა. - "მანდ იმდენად შენობის პრობლემა არ არის, რამდენადაც დოკუმენტაციის. ამის შესახებ მე პროკურატურას და სამინისტროს მივწერე. მინდა მოგვცენ უფლება, რომ ჭერის საკითხი გადავწყვიტოთ და შენობამ ფუნქციონირება დაიწყოს. ამას მოსახლეობაც მოუთმენლად ელოდება. თანხა, რომელიც რეაბილიტაციისთვის იყო გამოყოფილი, ბოლომდე არ არის გადმორიცხული, დარჩენილია 250 ათასი ლარი. სასამართლო დავა ძალიან გრძელი პროცესია, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, მეორე მხარე გაასაჩივრებს. ჩვენ ვეძებთ გამოსავალს, რომ ამ ფირმას რამენირად ჩავეხსნათ და შენობა დავამთავროთ. დანგრევას არ ვაპირებთ, ამას უკვე არაფერი ეშველება, უბრალოდ გვინდა იმის უფლება მოგვცენ, რომ დავასრულოთ ობიექტი და სპორტულმა ბაზამ ფუნქციონირება დაიწყოს. შპს "თემას"-თან დადებულ ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა და მასთან აღარაფერი გვაკავშირებს. უბრალოდ, ფირმა დავობს იმ ფულებს, რომელიც ძველმა მთავრობამ დაახარჯინა. სიტყვიერად ეუბნებოდნენ: მიდი, შენ ეს გააკეთე და ჩვენ ამ თანხას ჩაგირიცხავთო, მაგრამ ეს დოკუმენტებში არსად ჩანს," _ გვითხრა მან. ამ საკითხთან დაკავშირებით შპს "თემას" სამუშაოთა მწარმოებელს გიორგი გოგოლაძეს დავუკავშირდით. მან ჩვენთან სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ სპორტკომპლექსის ის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც მათ ევალებოდათ, შეასრულეს და სხვა დეტალები კი მისთვის უცნობია. "ფირმიდან წამოვედი. ვიცი, რომ სასამართლოში მართლა შეიტანეს საჩივარი, თუმცა კონკრეტული ფაქტების შესახებ ვერაფერს გეტყვით. ვერც უფროსის საკონტაქტო ტელეფონს მოგცემთ, იმიტომ რომ უფლება არ მაქვს," _ გვითხრა მან. სპორტული კომპლექსი გურჯაანში 1978 წელს აშენდა და წლების განმავლობაში კახეთის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო იყო. 2012 წელს მისი რეაბილიტაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 მილიონი ლარი გამოიყო. ამავე წლის 18 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა ის ოფიციალურად გახსნა, თუმცა უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო ერთი დღეც არ უმუშავია. მარინა პეტრიაშვილი
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური
პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, ენერგეტიკული
გაერთიანების (Energy Community) სამდივნოს დირექტორ არტურ ლორკოვსკის
შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, ენერგეტიკული გაერთიანების (Energy Community) სამდივნოს დირექტორ არტურ ლორკოვსკის შეხვდა.
19:16 / 17.11.2023
გურჯაანის ღვინის ფესტივალისთვის დაგეგმილი ღონისძიების
ორგანიზებაზე შპს „სივრცე“ იზრუნებს. კომპანია განმეორებით
გამოცხადებული ტენდერის ერთადერი მონაწილე იყო.
გურჯაანის ღვინის ფესტივალისთვის დაგეგმილი ღონისძიების ორგანიზებაზე შპს „სივრცე“ იზრუნებს. კომპანია განმეორებით გამოცხადებული ტენდერის ერთადერი მონაწილე იყო.
11:08 / 26.09.2023
ბიზნესასოციაცია “ქალები მომავლისთვის”, “კერძო მეწარმეობის
საერთაშორისო ცენტრთან”, “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების
ბანკთან” (EBRD) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ქალები ბიზნესში“
პროგრამის ფარგლებში და Visa-სთან პარტნიორობით საქართველოს სამ
რეგიონში - კახეთი, სამეგრელო, აჭარა - ფორუმებს გამართავს.
ღონისძიებები ივლისის განმავლობაში თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში
ჩატარდება.
ბიზნესასოციაცია “ქალები მომავლისთვის”, “კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრთან”, “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან” (EBRD) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ქალები ბიზნესში“ პროგრამის ფარგლებში და Visa-სთან პარტნიორობით საქართველოს სამ რეგიონში - კახეთი, სამეგრელო, აჭარა - ფორუმებს გამართავს. ღონისძიებები ივლისის განმავლობაში თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში ჩატარდება.
16:48 / 06.07.2023
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, კომპანიის „ეკოსპარტანელი“
პლასტამასის გადამმუშავებელი საწარმო ამოქმედდა. საწარმოს მოსაწყობად
ინვესტიციის მოცულობამ 209,000 ლარზე მეტი შეადგინა, მათ შორის,
სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსება 145,000 ლარია.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, კომპანიის „ეკოსპარტანელი“ პლასტამასის გადამმუშავებელი საწარმო ამოქმედდა. საწარმოს მოსაწყობად ინვესტიციის მოცულობამ 209,000 ლარზე მეტი შეადგინა, მათ შორის, სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსება 145,000 ლარია.
16:55 / 22.06.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 8 / 11 °C
img
საგარეჯო 7 / 10 °C
img
დ.წყარო 6 / 8 °C
img
სიღნაღი 8 / 13 °C
img
ლაგოდეხი 7 / 11 °C
img
ყვარელი 8 / 11 °C
img
თელავი 8 / 10 °C
img
ახმეტა 7 / 9 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.