საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) მიერ
გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, საქართველოს უმსხვილესი
სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი.
საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების (საექსპორტო
ქვეყნების) ათეული შემდეგნაირად გამოიყურება: ჩინეთი (400 012.2 ათასი
აშშ. დოლარი); აზერბაიჯანი (287 020.8 ათასი აშშ. დოლარი); რუსეთი
(256 482.7 ათასი აშშ. დოლარი); თურქეთი ( 254 066.7 ათასი აშშ.
დოლარი); ბულგარეთი ( 225 977.0 ათასი აშშ დოლარი); სომხეთი (198
312.3 ათასი აშშ. დოლარი); აშშ ( 146 079.7 ათასი აშშ. დოლარი);
უკრაინა (146 079.7 ათასი აშშ. დოლარი); პერუ( 86 798.4 ათასი აშშ.
დოლარი) და ყაზახეთი (79 208.4 ათასი აშშ. დოლარი).
რაც შეეხება იმპორტს, ათეულში შემდეგი ქვეყნები შედიან: თურქეთი
( 1 039 916.9 ათასი აშშ. დოლარი); რუსეთი (705 732.4 ათასი აშშ.
დოლარი); ჩინეთი (522 493.3 ათასი აშშ. დოლარი); აშშ (380 418.2 აშშ.
დოლარი); აზერბაიჯანი (345 170.9 ათასი აშშ. დოლარი); სომხეთი (279
693.9 ათასი აშშ. დოლარი); გერმანია (267 991.5 ათასი აშშ. დოლარი);
რუმინეთი (137 526.2 ათასი აშშ. დოლარი); უკრაინა ( 125 673.5 ათასი
აშშ. დოლარი) და იტალია (122 385.1 ათასი აშშ. დოლარი).
2022 წლის წინასწარი მონაცემებით, საქათველოდან თურქეთში ყველაზე
დიდი რაოდენობით ელექტროენერგია გადის. ელექტროენერგიას მოყვება
შემდეგი სასაქონლო ჯგუფები: ტრიკოტაჟის ნაწარმი, ფეროშენადნობები,
ტანსაცმელი და სხვა.
თურქეთიდან საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობით ავტომობილები
შემოდის. ავტომობილების გარდა საქართველოში იმპორტირებული სასაქონლო
ჯგუფებიდან უდიდესია: დაფასოებული სამკურნალო საშუალებები, მზა
ნაწარმი, ტანსაცმლის თარგები, შავი ლითონების მეტალოკონსტრუქციები და
მათი ნაწილები, შავი ლითონების მილები.
საქართველოდან რუსულ ბაზარზე ძირითადად გადის შემდეგი პროდუქცია:
ფეროშენადნობები, ყურძნის ნატურალური ღვინოები, მინერალური და მტკნარი
წყლები, მსუბუქი ავტომობილები და სპირტიანი სასმელები.
აღსანიშნავია, რომ 2022 წელს საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული
საქონლის მოცულობა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით,
2.8%-ით შემცირდა.
რუსეთიდან საქართველოში შემოსული სასაქონლო ჯგუფებიდან უდიდესია
ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, კოქსის, ხორბლის, ფქვილსა და
მარგარინის წილი.
რაც შეეხება ჩინეთს, ექსპორტირებული სასაქონლო ჯგუფებიდან
აღსანიშნავია, სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ძვირფასი
ლითონები, სამედიცინო დანიშნულების ხელსაწყოები, ღვინო და
ალუმინი.
ჩინეთიდან საქართველოში შემოდის პოლიაცეტალები, პოლიეთერები,
ფისები, რეზინის ნაწარმი, მოწყობილობები ჰაერის კონდენცირებისთვის,
გამომთვლელი მანაქანები და მათი ბლოკები და სხვა პროდუქცია.
მასალის გამოყენების პირობები