საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 14 აპრილის ვაჭრობის
შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.14
თეთრით გამყარდა.
კურსი, რომელიც დღემდე მოქმედებდა, 3.0830 ლარი იყო. შესაბამისად,
დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0089 ლარი
შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.3526 ლარია. მაშინ, როცა დღეს
მოქმედი კურსი 3.3380 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ
0.0146 ლარი შეადგინა.
როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ,დღევანდელი ვაჭრობის შედეგად
მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.
მასალის გამოყენების პირობები