საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) ინფორმაციით 2022 წლის მარტში წინა თვეებთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 2.5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 11.8 პროცენტი შეადგინა.
როგორც საქსტატში განმარტავენ, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტის, რომლის ფასებიც გაიზარდა 8.9 პროცენტით, ასევე სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: სადაც ფასები გაიზარდა 2.0 პროცენტით.
ფასები მომატებულია სურსათი და უალკოჰოლო სასმელების შემდეგ ქვეჯგუფებზე:
ამასთან, ფასები შემცირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-4.0 პროცენტი).
ცნობისთვის, მაღალი ინფლაციის ფონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 0.5%-დან 11%-მდე გაზარდა, რის შედეგადადაც 192 000-მდე მსესხებელს სესხის პროცენტი გაუძვირდა.
speqtri.ge შენი ვებგვერდი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას. |
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX. |
მასალის გამოყენების პირობები