საფრანგეთის ელჩი, დიეგო კოლასი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოში
არ იქნება "შავი ხვრელი" ბიზნესისთვის, როგორც ეს ტაჯიკეთში ხდებოდა.
ამის შესახებ ელჩმა პარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან
ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა.
"კარგად გვესმის, რომ საქართველო გრძნობს თავის მოწყვლადობას და
მხედველობაში იღებს ფრთხილ ქმედებებს. ამ ეტაპამდე ვხედავთ, რომ
საქართველო თავისი სიტყვებითა და ქმედებებით ადასტურებს სურვილს, რომ
ამ კოლექტიურ ძალისხმევაში თავისი მნიშვნელოვანი როლი შეიტანოს.
ასევე დიდი იმედი და მოლოდინი გვაქვს, რომ ასეთ კომპლექსურ გარემოში
საქართველო ყურადღებით დააკვირდება, რომ არ გადაიქცეს ბიზნესის
საწარმოებლად "შავი ხვრელის" ადგილად, როგორიც არის ტაჯიკეთი. ამაზე
პრეზიდენტ ზურაბიშვილთანაც ვისაუბრეთ", - განაცხადა დიეგო
კოლასმა.
მისივე თქმით, საქართველო კარგად აცნობიერებს, რომ რუსეთი არ სცემს
პატივს არცერთი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
"სანქციებმა არ უნდა შეგვიყვანოს შეცდომაში. წინა წლებში სანქციები
მოიცავდა ვიზებზე შეზღუდვას, მობილობის შეზღუდვას, დღეს სანქციები
განსხვავებული კონოტაციით გამოიყენება, ეს არის ეკონომიკური
ინსტრუმენტები, რომელმაც ზეგავლენა უნდა მოახდინოს რუსეთის ქმედებასა
და მის ეკონომიკაზე", - თქვა მან.
ელჩმა ასევე დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ ევროკავშირის
წევრობაზე განაცხადის შეტანა.
მასალის გამოყენების პირობები