ბოლო რამდენიმე კვირაა ლარი გამყარებას განაგრძობს, დოლარი კი
სამლარიან ნიშნულს ჩამოსცდა. ეროვნული ვალუტის გამყარებამ
საზოგადოებაში გააჩინა მოლოდინი, რომ პროდუქტებზე გაზრდილი ფასები
შემცირდებოდა, თუმცა, ასე არ მოხდა.
speqtri.ge-სთან საუბრისას, დამაიმედებელ პროგნოზს ვერც ეკონომიკის
დარგის ექსპერტები აკეთებენ და აბობენ, რომ ლარის გამყარება დროებითი,
ხელოვნური პროცესია. დემურ გიორხელიძის აზრით, ამ ვითარების
გათვალისწინებით, პროდუქტზე ფასები კიდევ უფრო მოიმატებს.
"ფასები არაფრით არ შემცირდება, პირიქით, გაიზრდება კიდეც. ლარი
მყარდება ხელოვნურად, ეს პროცესი მიზნად არ ისახავს მოქალაქეების
კეთილდღეობას. გარკვეული დროის შემდეგ, მდგომარეობა ისევ დაიწყებს
გაუარესებას. ახლა ხდება სავალუტო რესურსების მობილიზაცია შედარებით
დაბალი ფასით. საქართველოს მოქალაქეები ორმაგად გადაიხდიან ყველაფერს.
როდესაც ჩავარდნლია ეკონომიკა, სავალო ტვირთი კი დიდია, საიდანღაც
უნდა იქნას ფული აღებული. ყველაზე კარგი და იოლი გზაა მოქალაქეების
ჯიბე," - გვეუბნება დემურ გიორხელიძე.
ეკონომიკის ექსერტი პაატა შეშელიძე მიიჩნევს, რომ ლარის გამყარება
დადებითი მოვლენაა, თუმცა დროებითი.
"ასე ოპტიმისტურად ნამდვილად ვერ ვისაუბრებდი, რომ ლარის გამყარება
არის სამუდამო ვითარება. ეს მოკლევადიან პერიოდზეა გათვილი. რაც
შეეხება გრძელვადიან პერიოდს, ცხადია, თუკი ვალუტის კურსი იცვლება,
გავლენას მოახდენს ფასებზე, თუმცა ეს არა პირდაპირი, არამედ ირიბი
გავლენაა, ამას დრო სჭირდება. მოლოდინი, რომ ფასების კლების პროცესი
ძალიან მალე იქნება, არ უნდა გვქონდეს. არ უნდა მივაბათ ერთმანეთს
ფასების ზრდა და ლარის გამყარება. ეს კიდევ ბევრ რამეზეა
დამოკოდებული.
აქვე გეტყვით, რომ კოვიდთან დაკავშირებული შეზღუდვები იყო შეცდომა.
ობიექტების დახურვამ, არც თუ ისე კარგი შედეგი მოგვცა.
მეორეა, ინვესტორების დაცულობა. ამის შემადგენელი კომპონენტია
სასამართლო, რომელიც დამოუკოდებელი უნდა იყოს. თუმცა, დღეს ყველამ
იცის, რომ სასამართლო პოლიტიზირებულია. ასეთ ვითარებაში, ინვესტორი
თავს დაცულად ნამდვილად ვერ იგრძნობს.
მესამე საკითხია, პრივატიზების სივრცეების გაფართოება, რაც საშუალებას
მისცემს ბევრ ადამიანს, მიიღოს სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობა.
ეს სივრცეები ასათვისებელია, რაც შეიძლება, რომ უცებ გაკეთდეს და
პროდუქტის ფასებზეც დადებითად აისახოს," - ამბობს პაატა შეშელიძე.
ჯერჯერობით პროდუქტის ფასები მატებას განაგრძობს. იანვრის თვეში, ხუთ
ძირითად პროდქტზე, რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი და
ხორცი, - ფასები სხვადასხვა პროცენტით გაიზარდა. Fao-ს (გაეროს
სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია) ინფორმაციით, ზეთის ფასი
რეკორდულ ნიშნულს აღწევს.
მასალის გამოყენების პირობები