გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO)
ინფორმაციით, ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის ხუთი
ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი და
ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს - ოქტომბერში
გაიზარდა და ფასების მაჩვენებელი რეკორდულ ნიშნულზეა.
ხორბლის ფასმა საერთაშორისო ბაზარზე 5%-ით მოიმატა. აღსანიშნავია, რომ
მოსავლის კლების გამო, მცირდება საქართველოსთვის პროდუქტის
შემოთავაზება ექსპორტიორი ქვეყნებიდან, როგორიცაა კანადა, ა.შ.შ და
რუსეთის ფედერაცია. აღსანიშნავია, რომ სხვა მარცვლეულის ფასებიც, წინა
თვესთან შედარებით მომატებულია.
მცენარეული ზეთის ფასები, სექტემბერთან შედარებით, 9,6%-ით გაიზარდა
და რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. პროდუქტზე ფასის გაზრდა განაპირობა
პალმის, სოიოს, მზესუმზირისა და რაფსის ზეთის გაძვირებამ. პალმის
ზეთის ფასი უკვე მეოთხე თვეა რაც იზრდება, რასაც მალაიზიაში მიგრანტთა
სამუშაო ძალის ნაკლებობა განაპირობებს.
ფასები რძის პროდუქტებზეც გაზრდილია. რაც განპირობებულია კარაქზე,
რძის ფხნილსა და საღ რძეზე მუდმივი მოთხოვნით. რძისგან განსხვავებით,
ყველის ფასი, თითქმის იგივე დარჩა, რადგანაც მოწოდებამ საერთაშორისო
ბაზრის მოთხოვნა დააკმაყოფილა.
სექტემბრის თვესთან შედარებით, ღორისა და ძროხის ხორცი გაიაფდა, რაც
ჩინეთის მხრიდან ღორის ხორცის შესყიდვამ და ბრაზილიის საქონლის ხორცის
გაიაფებამ განაპირობა. მომატებულია ცხვრისა და ფრინველის ხორცის
ფასები, დიდი საერთაშორისო მოთხოვნისა და წარმოების შემცირების
გამო.
შემცირებულია შაქრის ფასებიც. ეს პირველი შემთხვევაა 6 თვიანი მდგრადი
ზრდის ფონზე. ტენდენციის ცვლილება განაპირობა საერთაშორისო მოთხოვნის
შემცირებამ, ინდოეთისა და ტაილანდში შაქრის წარმოების გაზრდამ და აშშ
დოლართან მიმართებით ბრაზილიური რეალის კურსის გაუფასურებამ.
მასალის გამოყენების პირობები