სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის ნოემბერში
წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0,7 პროცენტი,
ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1,9 პროცენტი შეადგინა.
უწყების ცნობითვე, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის
ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ
ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში დაფიქსირდა
ფასების 1,4 პროცენტიანი მატება, რაც 0,41 პროცენტული პუნქტით აისახა
ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა შემდეგ
ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (5,7 პროცენტი), რძე, ყველი და
კვერცხი (3,3 პროცენტი), თევზეული (2,1 პროცენტი), ასევე ხორცი და
ხორცის პროდუქტები (1,8 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და
ყურძენზე (-8,3 პროცენტი);
ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ფასები
გაიზარდა 1,8 პროცენტით. ფასები მომატებულია ძირითადი ელექტრონული ან
არაელექტრონული საოჯახო მოწყობილობების ქვეჯგუფზე.
დასვენება, გართობა და კულტურა: ფასები გაიზარდა 2,0
პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,11 პროცენტული
პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა გასართობ და კულტურულ
მომსახურებაზე.
ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3,8
პროცენტიანი მატება, რაც წლიურ ინფლაციაზე 0,49 პროცენტული პუნქტით
აისახა. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების
ექსპლუატაციაზე (9,2 პროცენტი);
ჯანმრთელობის დაცვა: ფასები მომატებულია 5,5
პროცენტით, რაც 0,46 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის
ზრდაში. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია,
აპარატურა და მოწყობილობა (10,1 პროცენტი), ამბულატორიული
სამედიცინო
მომსახურება (3,7 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურება (2,5
პროცენტი);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 4,6
პროცენტით, რაც 0,31 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის
ზრდაში. ფასები მომატებულია თამბაქოს ნაწარმზე (8,5 პროცენტი);
საცხოვრებელი, წყალი, ელ. ენერგია, აირი: ფასები
გაიზარდა 3,6 პროცენტით. ფასები მომატებულია წყალმომარაგებისა და
საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურების (7,7 პროცენტი),
ელექტროენერგიის, აირის და სათბობის სხვა სახეების (3,5 პროცენტი),
ასევე საცხოვრებლის მიმდინარე მოვლისა და შეკეთების (2,2 პროცენტი)
ქვეჯგუფებზე.
მასალის გამოყენების პირობები