დღეს გურჯაანში შპს "BOLERO &COMPANY"-ს და შპს "გრუზვინპრომის"
ალკოჰოლური სასმელების ქარხნის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას
დაესწრნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სოფლის
მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, კახეთის გუბერნატორი ირაკლი
შიოლაშვილი, ასევე "BOLERO &COMPANY"-ს პარტნიორები
საფრანგეთიდან, რუსეთიდან, ჩინეთიდან და გერმანიიდან.
პრეზენტაციის ფარგლებში ღვინისა და ბრენდის დეგუსტაცია მოეწყო, ხელი
მოეწერა თხუთმეწლიანი თანამშრომლობის მემორანდუმს ერთ-ერთ პარტნიორ
ფრანგულ კომპანიასთან.
საკონიაკე სპირტების წარმოების სფეროში "BOLERO &COMPANY"-მ
მოღვაწეობა 2012 წლიდან დაიწყო. რაც შეეხება გრუზვინპრომს, იგი 1929
წელს დაარსდა და ერთ-ერთი გამორჩეული კომპანიაა საქართველოში.
მასალის გამოყენების პირობები