გურჯაანის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სარეაბილიტაციო სამუშაობი მიმდინარეობს.
ააიპ-ი "სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების" ხელმძღვანელი ლელა თევდორაშვილი ქალაქ გურჯაანის № 3 და სოფელ ჩუმლაყის № 1 საბავშვო ბაღებში მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
"სოფლის მხადრაჭერის პროგრამის" ფარგლებში საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია ამჟამად თითქმის ყველა სოფელში მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ ქალაქ გურჯაანის № 3 საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია "რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების" ფონდიდან, ხოლო ქალაქ გურჯაანის № 2 საბავშვო ბაღის რებილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
მასალის გამოყენების პირობები