არჩევნები 2017
ზეწოლის ფაქტები კახეთში
არჩევნებამდე რამდენიმე დღე რჩება და კახეთში პოლიტიკური ტემპერატურაც სულ უფრო იმატებს. პარტია „ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ მათი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ნოდარ ეჟიშვილზე მუქარა იარაღის გამოყენებით განახორციელეს.
-“წარმოდგენა არ მაქვს ვინ იყო ის პიროვნება ვინც დამემუქრა, არც ის ვიცი, ვინ გამოგზავნა. გავიგონე, რომ პარტიის მისამართით იგინებოდა, როდესაც შევეკითხე მე მელაპარაკებოდა თუ არა, მანქანიდან იარაღი ამოიღო და შორი მანძილიდან დამიმიზნა, თან დააყოლა, ამას დაელაპარაკებით „ევროპელებიო”. პიროვნება დააკავეს და არც უარყვია აღნიშნული საქციელი. დანარჩენს დაწვრილებით სამართალდამცავი უწყება გაარკვევს, მეც მოუთმენლად ველი საქმის დეტალების გაგებას.”-განაცხადა ეჟიშვილმა.
დეპუტატობის კანდიდატი კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონულ სამმართველოში პარტიის სხვა წევრებთან ერთად დაკითხეს. მათ ავტომობილის სერიისა და ნომრის ამოცნობა შეძლეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე, მუქარის მუხლით დაიწყო. უწყების ცნობითვე, პირი, რომელიც ეჟიშვილს დაემუქრა, სამართალდამცველებმა ინცინდენტიდან 15 წუთში გააჩერეს, მას პირადი ჩხრეკისას, „პლასტმასის სათამაშო იარაღი“ აღმოაჩნდა.
აღნიშული საქმე თელავის რაიონულმა სასამართლომ 12 ოქტომბერს განიხილა და “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ნოდარ ეჟიშვილზე განხორციელებული მუქარისთვის ბრალდებულ ნუგზარ გიგაურს აღკვეთის ღონისძიების სახედ 3000 ლარიანი გირაო შეუფარდა.
თელავის რაიონული პროკურატურის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობის თანახმად, ბრალდებულმა ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, რის გამოც, ნოდარ ეჟიშვილს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.
სასამართლომ მხარეთა განმარტებების მოსმენისა და წარმოდგენილი მასალების შემოწმების შედეგად მიიჩნია, რომ გიგაურს ბრალი ედება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში.
ზეწოლის ფაქტებზეა საუბარი არასამთავრობო ორგანიზიაცია „სამართლიანი არჩევნების“ შუალედურ ანგარშში. ლეიბორისტული პარტიის თელავის მერობის კანდიდატმა, ნიკოლოზ ვარდოშვილმა, #17 თელავის საოლქო კომისიის მიმდებარედ ბირიფინგი გამართა და განაცხადა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალმახელიძეს მასთან კონფლიქტი აქვს. კანდიდატის თქმითვე, მან კალმახელიძეს პროცედურულ საკთხებთან დაკავშირებით რამდენჯერმე მიმართა, რაზეც პასუხად აგრესია მიიღო.
-„კალმახელიძემ ვარდოშივილისგან მოითხოვა კომისიის შენობის სასწრაფოდ დატოვება და იგივე მოუწოდა მის მომხრეებსაც. ვარდოშივილი კვლავ ითხოვდა პასუხს, რა დროსაც კალმახელძემ ტელეფონით საპატრულო პოლიციაში დარეკა. განაცხადა, რომ საოლქო კომისიაში შეიჭრნენ არაუფლებამოსილი პირები და მოითხოვა შესაბამისი რეაგირება პოლიციისგან. დარეკვის მომენტშივე, ვარდოშივლმა აღნიშნა, რომ იგი შენობას ტოვებდა. კალმახელძე მოითხოვდა პირადობის მოწმობის წარდგენას, რათა შეედგინა ოქმი, რაზე ვარდოშვილმა განაცხადა, რომ მას არაფერი დაუშავებია და საბუთებს მხოლოდ პოლიციას წარუდგენდა.“- ნათქვამია ანგარიშში.
თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მარინა ცერცვაძემ ნიკა ვარდოშილის ქმედება არამართლოზმიერად მიიჩნია და მას 500 ლარი ჯარიმა დააკისრა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს პირადად აკვირდებოდა „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელი. ორგანიზიაცია მიიჩნევს, რომ საოლქო კომისიის თავმჯდომარის დამოკიდებულება მერობის კანდიდატის მიმართ აგრესიული იყო, ხოლო მის მიერ პოლიციის გამოძახება არაპროპორციული, რადგან სიტუაცია კონტროლს ექვემდებარებოდა.
ზეწოლასა და შანტაჟზე საუბრობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც“. 10 ოქტომბერს თბილისის საკრებულოსთან გამართულ აქციაზე, პარტიის 14 წევრი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მათ შორის იყო, ლაგოდეხის მერობის კანდიდატი თორნიკე მაჭარაშვილი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჯონი ამისულაშვილი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობის“ გურჯაანის რაიონულ ორგანზიაციაში ბრიფინგი გამართეს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის ცენტრში „რუსი ოლიგარქისთვის“ ერთ ლარად მიწის გადაცემის პროცესს აპროტესტებდა. დაიჭირეს მშვიდობიანი მანიფესტანტი, რომელიც ჩვენი პროპორციული სიის მეხუთე ნომერი და სოფელ კაჭრეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია. ვთვლით, რომ პოლიციამ ის აბსოლუტურად უსამართლოდ დააკავა. მთავარი მიზეზი იყო იმ ფაქტის ხელშეშლა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით ახორციელებდა თბილისის საკრებულო . მიუხედავად დაჭერებისა და შანტაჟისა, რომელიც მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში გრძელდება, ჩვენ არ ვაპირებთ ბრძოლიდან გასვლას. თითოეულ ადამიანს ვეტყვით და ჩავაყენებთ საქმის კურსში იმ უმსგავსობაზე, რომელსაც ადგილობრივი ხელმძღვანელობა, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ახორციელებს.“- განაცხადა, რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თემურ ბუწაშვილმა.
მისივე თქმით, სპეცსამსახურის თანამშრომლები მათ ოფისს მუდმივად უთვალთვალებენ.
„გუშინ ( 10 ოქტომბერს) ჩვენი ოფისის წინ რამდენიმე სპეცსამსახურის მანქანა იდგა და გვითვალთვალებდა, როდის გავიდოდით აქედან. როდესაც განცხადება გავაკეთე სოციალურ ქსელში, „ყარაული“ მალევე მოიხსნა. ასე გრძელდება მუდმივად. საბოლოო ჯამში, ეს არის აგონია, რომელსაც ძალიან მალე დაამთავრებს „ნაციონალური მოძრაობა“. ჩვენ ვინარჩუნებთ მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსს და ასე იქნება მომავალშიც. ჩვენ ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში, რომ ეს ყველაფერი შეჩერდეს.“
თბილისის საქალაქო სასამართლოში, საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული 14 პირის პროცესი 11 ოქტომბერს გაიმართა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, დაკავებულები დარბაზიდან გათავისუფლდნენ. შემდეგი განხილვები 17 ოქტომბერს ჩაინიშნა, ხოლო პოლიციას შესაბამისი ვიდეომტკიცებულებების წარდგენა დაავალა.

გამოძიება “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავება, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.



სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.




| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
#17 თელავის საოლქო საარჩევნო კომისიამ 21 ოქტომბრის ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნებისთვის რეგისტრირებული საჩივრები
განიხილა.

#17 თელავის საოლქო საარჩევნო კომისიამ 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის რეგისტრირებული საჩივრები განიხილა.

11:11 / 26.10.2017
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) წარმომადგენლებმა,
რომლებიც არჩევნებს კახეთის სამ ოლქში: გურჯაანში, თელავსა და
ყვარელში აკვირდებოდნენ, შესაბამის საოლქო კომისიებში სულ 6 საჩივარი
შეიტანეს, რომლებიც შემაჯამებელ ოქმებს ეხება.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) წარმომადგენლებმა, რომლებიც არჩევნებს კახეთის სამ ოლქში: გურჯაანში, თელავსა და ყვარელში აკვირდებოდნენ, შესაბამის საოლქო კომისიებში სულ 6 საჩივარი შეიტანეს, რომლებიც შემაჯამებელ ოქმებს ეხება.
17:26 / 23.10.2017
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი
მონაცემებით, უმეტეს მაჟორიტარულ ოლქში, საკრებულოს მაჟორიტარი
დეპუტატები
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, უმეტეს მაჟორიტარულ ოლქში, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები "ქართული ოცნების" კანდიდატები იქნებიან.
16:55 / 23.10.2017
კახეთის საოლქო კომისიებში სულ 24 საჩივარი დაიწერა, ყველა მათგანი
პროცედურულ დარღვევებს ეხება. საოლქო კომისიების ნაწილმა საჩივრები
უკვე განიხილა და გადაწყვეტილებაც მიიღო.
კახეთის საოლქო კომისიებში სულ 24 საჩივარი დაიწერა, ყველა მათგანი პროცედურულ დარღვევებს ეხება. საოლქო კომისიების ნაწილმა საჩივრები უკვე განიხილა და გადაწყვეტილებაც მიიღო.
15:59 / 23.10.2017
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 7 / 19 °C
img
საგარეჯო 6 / 12 °C
img
დ.წყარო 5 / 14 °C
img
სიღნაღი 5 / 15 °C
img
ლაგოდეხი 6 / 14 °C
img
ყვარელი 7 / 19 °C
img
თელავი 6 / 13 °C
img
ახმეტა 6 / 13 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.