რამდენი მერობის კანდიდატია წარდგენილი კახეთის თითოეულ მუნიციპალიტეტში
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მსურველი
მაჟორიტარობისა და მერობის კანდიდატების, ასევე, პარტიული სიების
რეგისტრაციის ვადა გუშინ, 21 სექტემბერს, 18:00 საათზე ამოიწურა.
გურჯაანში პარტიული სია 10-მა პარტიამ
წარადგინა. მერობის კანდიდატიც 10-ია, მათგან ამ ეტაპზე
ოფიციალურად ორია დარეგისტრირებული- „პატრიოტთა ალიანსიდან" კობა
კუპრაშვილი და საინიციატივო ჯგუფიდან მიხეილ ფურცელაძე.
საგარეჯოში პარტიული სია ცხრა პარტიამ წარადგინა, აღნიშნულ
ოლქში 4 მერობის კანდიდატია, რომელთაგან საოლქო კომისიას ჯერ არც ერთი
არ დაურეგსიტრირებია.
სიღნაღში პარტიული სია რვა პარტიამ წარადგინა, აღნიშნულ
ოლქში სულ 4 მერობის კანდიდატია, აქედან, საოლქო კომისიამ
რეგისტრაციაში გაატარა „ ლეიბორისტული პარტიის" კანდიდატი თამაზ
სეხნიაშვილი და საარჩევნო ბლოკი „გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალი
საქართველოდან" ვასილ მუნჯიშვილი.
დედოფლისწყაროში პარტიული სია 9 პარტიამ წარადგინა, აქ
მერობის 5 კანდიდატია, რომელთაგან ოფიციალურად რეგისტრირებულია
მხოლოდ "პატრიოტთა ალიანსის” კანდიდატი ზაქარია სეხნიაშვილი.
ლაგოდეხში პარტიული სია 8 პარტიამ წარადგინა,
მერობის 5 კანდიდატია, რომელთაგან საოლქო კომისიას ჯერ არავინ
დაურეგისტრირებია.
ყვარელში პარტიული სია 12-მა პარტიამ წარადგინა,
მერობის კანდიდატი კი 5-ია, რომელთაგან რეგისტრირებული ამ ეტაპზე
"პატრიოტთა ალიანსიდან” გიორგი ივანიშვილია.
თელავში პარტიული სია 11-მა პარტიამ წარადგინა, მერობის
კანდიდატი კი 10-ია, რომელთაგან საოლქო კომისიამ უკვე გაატარა
რეგისტრაციაში "ლეიბორისტული პარტიიდან” ნიკოლოზ ვარდოშვილი,
საარჩევნო ბლოკი „გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველოდან” თამარ
ლამაზოშვილი, "ტრადიციოანლისტებიდან" დევი სამხარაძე, ბლოკ
"დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა- დემოკრატიული საქართველოს"
კანდიდატი დავით თუშიშვილი და "შენების მოძრაობის" კანდიდატი გელა
გელაშვილი.
ახმეტაში პარტიული სია 11-მა პარტიამ წარადგინა,
ოლქში მერობის რვა კანდიდატია, რომელთაგან საოლქო კომისიას ჯერ არავინ
დაურეგისტრირებია.
ცნობისთვის, საოლქო საარჩევნო კომისიებს წარდგენილი დოკომენტაციის
გადასამოწმებლად, ორი დღის ვადა აქვთ. თუკი ხარვეზი აღმოჩნდება,
პოლიტიკურ სუბიექტებს მისი გამოსწორების ორდღიანი ვადა ეძლევათ,
წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება საარჩევნო პროცესებს გამოეთიშონ.
შესაბამისად, საბოლოო მონაცემები, თუ ვინ იბრძოლებენ კახეთის რვა
მუნიციპალიტეტის მერობისთვის, ორშაბათს გახდება ცნობილი.
მასალის გამოყენების პირობები