არჩევნები 2016
გურჯაანში ოპოზიცია "ქართულ ოცნებას“ პლაკატების დაზიანებაში ადანაშაულებს
გურჯაანში ოპოზიციური პარტიების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების პლაკატები ჩამოხიეს.
სააგიტაციო მასალის დაზიანებაში დამოუკიდებელი კანდიდატის ელგუჯა გიორგაძის მხარდამჭერები „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებენ.

„ქართული ოცნების“ აგიტატორებმა არა მარტო ჩვენი კანდიდატის მასალა გაანადგურეს, არამედ სხვა ოპოზიციური პარტიებისაც. ამას მასობრივი ხასიათი აქვს. ყველა სოფელში ძირს ჩამოყრილია. ზოგგან „ქართული ოცნების“ პლაკატებიც ჩამოხეულია, მაგრამ მასობრივად ოპოზიციისაა დაზიანებული. ეს ხდება მიზანმიმართულად, ხელისუფლების დაკვეთით. დამნახები არიან, მაგრამ ამისი ფოტო და ვიდეო მასალა არ გვაქვს.“- აღნიშნა ელგუჯა გიორგაძის შტაბის ხელმძღვანელმა ნათია ბიწკინაშვილმა.

მსგავს ბრალდებას უყენებს „ქართულ ოცნებას“ „რესპუბლიკური პარტიის“ დეპუტატობის კანდიდატი ზვიად ყვირალაშვილი.

„ჩემს პლაკატებზე გადაკრულია მმართველი პარტიის კანდიდატის სურათი. ეს მოხდა სოფელ გურჯაანში, კარდენახსა და ვაჩნაძიანში. ისე ამბობენ თითქოს მათ სურათებს ჩვენ ვაკრავთ ჩვენივე ფოტოებს, საიდან უნდა გვქონოდა მათი პლაკატები. ეს მავნე ტენდენცია, რასაც პლაკატების ომი ჰქვია, არ აღმოიფხვრება არც ახლა და არც მომავალში. მმართველი პარტია იყენებს ადამიანებს იმისთვის, რომ თავიანთი კონკურენტი პარტიის პლაკატები დააზიანონ. მაქსიმალურად ცდილობენ ხელი შეუშალონ ოპონენტებს. მოსახლეობა ადეკვატურ პასუხს რვა ოქტომბერს გასცემს. მათ ზონდერობაში „ნაციონალურ მოძრაობასაც“ გაასწრეს.“

ჩამოხეული და შეღებელია გურჯაანში „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატის ნათია გიორგაძის პლაკატებიც.
„ნათიას პლაკატები მასიურად ჩამოხიეს. ველისციხეში მისი სახლის გვერდით სკოლაა, ღობეზე ბევრი გავაკარით, თითქმის ყველა დაზიანებულია. კოლაგში ერთად იყო გაკრული 20 სურათი. წუხელ 3 საათი იქნებოდა, სახლში რომ მივედი. დაზიანებული არ იყო. დილით რომ გამოვედი, ეს ამბავი დამხვდა. ჩემს სახლთან ალბათ გახსოვთ რა ხდებდა 2012 წელს, დღესაც ეტყობა სახლის ფასადს საღებავის კვალი. ეს ძველი ამბავია და აღარ გამოვეკიდები. მაშინ ვიცოდი რომ ამას „ნაციონალები“ აკეთებდნენ, დღეს ვინ სჩადის ამას არ ვიცი, ალბათ ის, ვისაც ყველაზე მეტად ჩვენი კანდიდატის ეშინია.“- ამბობს „პატრიოტთა ალიანის“ გურჯაანის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი სოსო ბერიკაშვილი.

დაზიანებულია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის გიორგი ღვინიაშვილის სააგიტაციო მასალაც.
„გასული 4 წლის მანძილზე, ხელისუფლება ბევრად უფრო მძიმე ფორმებით ებრძოდა და ებრძვის „ნაციონალურ მოძრაობას“. რაც შეეხება სააგიტაციო მასალას, გარწმუნებთ მათი განადგურება ვერ შეცვლის იმ საყოველთაო იმედგაცრუებას, რომელიც საზოგადოებაშია. 8ოქტომბერი იქნება პასუხი უმოძრაობის, უნიათობის და ჩრდილოვანი მმართველობის დასასრულის. საარჩევნო გარემოზე და მის მიმდინარეობაზე პასუხისმგებელი უნდა იყოს ხელისუფლება.“- აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თემურ ბუწაშვილმა.

ოპოზიციის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ „ქართულ ოცნებაში“ და აცხადებენ, რომ თავად მათი კანდიდატის სააგიტაციო მასალაც დაზიანებულია.

-"თუ აქვთ კონკრეტული ფაქტი, მიმართონ საოლქო საარჩევნო კომისიას, რასაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. სამართლებრივი დარეგულირება ხდება არამართლზომიერ ქმედებაზე, დაბრალება და ჭორის დონეზე საუბარი არ არის საქმე. რატომ აბრალებენ მაინცდამაინც „ქართულ ოცნებას“, გაუგებარია. თითქმის ყველა სოფელშია ჩვენი სააგიტაციო მასალა ჩამოხეული, ასევე ქალაქ გურჯაანშიც. ჩვენ მივმართეთ საოლქო კომისიას, სახელისუფლებო პარტია ჭორის დონეზე არ საუბრობს. მე თუ მკითხავთ „ქართული ოცნების“ პლაკატები უფრო მეტადაა ჩამოხეული, ვიდრე ოპოზიციური პარტიის.“
-აღნიშნა "ქართული ოცნების“ ბიუროს წევრმა ზაქრო ქაჩლიშვილმა.

საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის თანახმად, სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა ან დაზიანება, თუ ის აკრძალულ ადგილას არ არის განთავსებული, დასჯადია.


| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
N 12 გურჯაანის საოლქო-საარჩევნო კომისიამ უბნებიდან შემოსული ორი
საჩივარი განიხილა.
N 12 გურჯაანის საოლქო-საარჩევნო კომისიამ უბნებიდან შემოსული ორი საჩივარი განიხილა.
10:05 / 03.11.2016
გურჯაანის ნომერ მეთორმეტე საოლქო საარჩევნო კომისიაში, მხოლოდ ორი
საჩივარია შესული.
გურჯაანის ნომერ მეთორმეტე საოლქო საარჩევნო კომისიაში, მხოლოდ ორი საჩივარია შესული.
14:36 / 01.11.2016
"ქართული ოცნების“ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი არჩევნების შედეგებს აფასებს და ამომრჩეველს ნდობისთვის მადლობას უხდის.
16:14 / 31.10.2016
წინასწარი შედეგებით საპარლამენტო აჩევნების მეორე ტურში, კახეთის
ხუთივე ოლქში,
წინასწარი შედეგებით საპარლამენტო აჩევნების მეორე ტურში, კახეთის ხუთივე ოლქში, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატებმა მხოლოდ ორი უბანი მოიგეს გურჯაანის #34 ჩალაუბნის უბანი და ახმეტის #11 მატანის საარჩევნო უბანი.
12:40 / 31.10.2016
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 8 / 11 °C
img
საგარეჯო 7 / 10 °C
img
დ.წყარო 6 / 8 °C
img
სიღნაღი 8 / 13 °C
img
ლაგოდეხი 7 / 11 °C
img
ყვარელი 8 / 11 °C
img
თელავი 8 / 10 °C
img
ახმეტა 7 / 9 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.