არჩევნები 2016
ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესაძლო ფაქტები კახეთში

თვითმმართველი თემი თელავის საკრებულოს სპეციალისტმა საზოგადოებასთან, მასმედიასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში, ლევან კოჭლოშვილმა, (ამჟამად,"თამაზ მეჭიაური-ერთიანი საქართველოსთვის" თელავი-ყვარელის გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარი კანდიდატია) "ფეისბუქის" პირად გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ მიაქვს ცოცხი "ნაციონალური მოძრაობის" მანქანასთან, რომელზეც მაჟორიტარი კანდიდატის გიორგი ბოტკოველის ბავშვებთან ერთად გადაღებული ფოტოა.

მან ეს ვიდეო სამუშაო საათებში, დაახლოებით 12:30 საათზე ატვირთა.

-"ნერვების აშლა დამეწყო დილიდან. გუბერნიის წინ ამ ლამაზ ქალაქში დავინახე "ნაციონალური მოძრაობის" მანქანა, მოვუტანე პოლიტიკური ცოცხი და საბარგულში უნდა გავუკეთო. რეალურად ვიცი, რისი ღირსებიც არიან, მაგრამ დღეს ამით დაკმაყოფილდებიან"- ამბობს ის.

ვიდეოს 90-მდე მოწონება აქვს, მათ შორის თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის ალექსანდრე შათირიშვილისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის ალექსანდრე ყვირალაშვილის. ვიდეოს იწონებენ საჯარო სამსახურში დასაქმებული სხვა პირებიც.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა" საქართველოს კახეთის რეგიონალური კოორდინატორის ზურა მირზიკაშვილის განცხადებით, აღნიშნული ქმედებით ლევან კოჭლოშვილმა საარჩევნო კოდექსი დააღვია.

-„კოდექსი უკრძალავს საჯარო მოხელეებს საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობას პირადაპირ ან ირიბად, სამუშაო საათების განმავლობაში და როდესაც ისინი ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას. ეს არის პირდაპირ კოდექსის დარღვევა. როდესაც ამ ვიდეოს იწონებენ საჯარო მოხელეები, ეს ადამიანები აფიქსირებენ აღნიშული ფაქტისადმი თავის დამოკიდებულებას.”

მოგვიანებით კოჭლოშვილმა განაცხადა, რომ ამ დროს, სამდღიან შვებულებაში იმყოფებოდა, თუმცა როგორც თელავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, მერაბ ხიზანიშვილმა გვითხრა, ის სამსახურში ჩვეულ რეჟიმში დადიოდა.
რაც შეეხება გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ალექსანდრე ყვირალაშვილის ქმედებას, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საარჩევნო პროექტების კოორდინატორი ირმა პავლიაშვილი აღნიშნავს, რომ შესაძლოა, ალექსანდრე ყვირალაშვილის ქმედებით, ადგილი ჰქონდეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას.

-„შესაძლოა ეს აღვიქვათ, როგორც ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენება. თუმცა, ჩვენი კანონმდებლობით, პირდაპირი ჩანაწერი არ არსებობს. დავინახეთ, რომ გარკვეული გამოწვევებია კანონმდებლობაში არაერთგვაროვან ნორმებთან და რეგულაციებთან დაკავშირებით. ვითხოვდით, სოციალური მედიის საშუალებით განხორციელებული სააგიტაციო მოქმედების გამო, ამა–თუ იმ საჯარო მოხელის მიმართ გამოყენებულიყო დისციპლინური პასუხისმგებლობა. მნიშვნელოვანია, რომ ზოგადად საჯარო მოხელეებმა წინასაარჩევნო პერიოდში თავი შეიკავონ ისეთი ქმედებისგან, რომლებიც სავარაუდოდ, შესაძლოა აღქმული იყოს საარჩევნო და სააგიტაციო მოქმედებად. საჯარო მოხელეებმა სათავისოდ არ უნდა გამოიყენონ კოდექსში არსებული ხარვეზები. ასევე არ უნდა მოხდეს თვითმმართველობის, ან სახელმწიფო ხელისუფლებაში არსებული ტექნიკური თუ სხვა საშუალებების მოხმარება, რაც ჩაითვლება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად.“

ფეისბუქის” გვერდზე- “კისისხევის ადმინისტრაციული ერთეული”, სამუშაო საათებში, თელავი-ყვარლის გაერთიანებული ოლქის “ქართული ოცნების” მაჟორიტარი კანდიდატის ირაკლი სესიაშვილის ამომრჩეველთან შეხვედრების ამსახველი ფოტო და ტექსტური მასალა ვრცელდება. როგორც გამგებლის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა, ხათუნა ზაალიშვილმა გვითხრა, გვერდი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწეს ხათუნა გუსარიშვილს ეკუთვნის.

-„ხათუნა გუსარიშვილმა თვითონ გააკეთა ეს გვერდი, წვდომაც მას აქვს. ახლა თელავის გამგებლის თანაშემწეა, მანამდე სოფელში გამგებლის წარმომადგენელი იყო. ამ გვერდზე თვითონ დებს ხოლმე ინფორმაციებს თავისი სურვილით.“

ჩვენ თავად გამგებლის თანაშემწეს დავუკავშირდით, რომელმაც თავდაპირველად დაადასტურა, რომ ფეისბუქის ამ გვერდით მათი ადმინისტრაცია სარგებლობს და გვერდზე სხვადასხვა ინფორმაციას ათავსებს. თუმცა მას შემდეგ, რაც ჩვენგან შეიტყო, რომ სამუშაო საათებში ირაკლი სესიაშვილის აგიტაცია სოციალურ ქსელში, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად შეიძლება ჩაითვალოს, უარყო, რომ ამ გვერდს მისი თანამშრომლები მართავენ.

-„ეს არ არის მხოლოდ ჩვენი გვერდი, პაროლი იცის რამდენიმე ადამიანმა, რომლებიც საჯარო სამსახურში არ მუშაობენ. განსაკუთრებით ისინი, ვინც მოცლილია. გვერდი მე კი არა ერთ–ერთმა სტუდენტმა შექმნა, შედის და აზიარებს მასალებს, აპოლიტიკური ადამიანია. თავიდან რა გითხარით რას ჰქვია?! ბოლოში რასაც გეუბნებით, ეგაა მნიშვნელოვანი. ახლა დაიდო ინფორმაცია რთველი დაიწყოო და ეგეც პოლიტიკური ხომ არ არის, რა არ მოგწონთ ამაში. აჟიტირებულები რატომ ხართ არ ვიცი, ისეთ ჩამჭრელ კითხვებს მისვამთ.“

მან გვერდის ადმინისტრატორის სახელი და გვარი არ გვითხრა და აღნიშნა, რომ ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ საქართველოს კახეთის რეგიონალური კოორდინატორის ზურა მირზიკაშვილის თქმით, თუკი ამ საიტის ადმინისტრირება, საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანის მიერ ხდება, ადგილი აქვს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას.

„საარჩევნო კოდექსი უკრძალავს საჯარო მოხელეს საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობას პირადაპირ ან ირიბად სამუშაო საათების განმავლობაში. აქ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ გვერდი ასახავს სოფელში მიმდინარე მოვლენებს, პროცესებსა და პროექტებს, გვერდი გამოხატავს ადმინისტრაციის პოზიციას და ამ დროს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის სააგიტაციო მასალა იდება. ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, რაც 2000 ლარიანი ჯარიმით ისჯება.“

საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, „იკრძალება სახელმწიფო ხელისუფლების დაწესებულებების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და იმ ორგანიზაციებისათვის, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, (გარდა პოლიტიკური პარტიებისა), განკუთვნილი საკომუნიკაციო საშუალებების, საინფორმაციო მომსახურებისა და სხვადასხვა სახის ტექნიკის გამოყენება.

მიმდინარე წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო ადმინისტრაციაში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტზე სულ 14 საჩივარი შევიდა. მათგან ცხრა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეიტანა, ერთი „სამართლიანმა არჩევნებმა“, ერთი საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“, ერთი ფიზიკურმა პირმა, ორი კი „მედიის განვითარების ფონდმა“. მათგან, სამი საჩივარი განხილვის პროცესშია, ექვსი არ დაკმაყოფილდა, ერთზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა, ერთ მათგანზე ადმინისტრაციამ წერილობითი პასუხი გასცა, ერთ საჩივარში არ გამოვლინდა დარღვევა, ორ შემთხვევაში კი, ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყდა.







| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
N 12 გურჯაანის საოლქო-საარჩევნო კომისიამ უბნებიდან შემოსული ორი
საჩივარი განიხილა.
N 12 გურჯაანის საოლქო-საარჩევნო კომისიამ უბნებიდან შემოსული ორი საჩივარი განიხილა.
10:05 / 03.11.2016
გურჯაანის ნომერ მეთორმეტე საოლქო საარჩევნო კომისიაში, მხოლოდ ორი
საჩივარია შესული.
გურჯაანის ნომერ მეთორმეტე საოლქო საარჩევნო კომისიაში, მხოლოდ ორი საჩივარია შესული.
14:36 / 01.11.2016
"ქართული ოცნების“ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი არჩევნების შედეგებს აფასებს და ამომრჩეველს ნდობისთვის მადლობას უხდის.
16:14 / 31.10.2016
წინასწარი შედეგებით საპარლამენტო აჩევნების მეორე ტურში, კახეთის
ხუთივე ოლქში,
წინასწარი შედეგებით საპარლამენტო აჩევნების მეორე ტურში, კახეთის ხუთივე ოლქში, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატებმა მხოლოდ ორი უბანი მოიგეს გურჯაანის #34 ჩალაუბნის უბანი და ახმეტის #11 მატანის საარჩევნო უბანი.
12:40 / 31.10.2016
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 8 / 11 °C
img
საგარეჯო 7 / 10 °C
img
დ.წყარო 6 / 8 °C
img
სიღნაღი 8 / 13 °C
img
ლაგოდეხი 7 / 11 °C
img
ყვარელი 8 / 11 °C
img
თელავი 8 / 10 °C
img
ახმეტა 7 / 9 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.