არჩევნები 2016
რამდენად რეალურია გურჯაანის მაჟორიტარი კანდიდატების დაპირებები
პარლამენტში დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად გურჯაანიდან ამ ეტაპზე ოფიციალურად 8 კანდიდატი იბრძვის. საინიციტივო ჯგუფიდან კენჭს იყრის ელგუჯა გიორგაძე; „ნაციონალური მოძრაობიდან“- გიორგი ღვინიაშვილი; „ქართული ოცნებიდან“- დავით სონღულაშვილი; „თავისუფალი დემოკრატებიდან“- სიმონ ქოჩორაშვილი; „რესპუბლიკური პარტიიდან“- ზვიად ყვირალაშვილი ; „პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“-გიორგი ხაზიური; „ეროვნული ფორუმი“- ბესარიონ ჩუგოშვილი; „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“- ნათია გიორგაძე.

ყველა მათგანი მოსახლეობასთან ინტენსიურ შეხვედრებს მართავს და საარჩევნო პროგრამას აცნობს. სოციალური სფეროს გაუმჯობესებას და პენსიების მომატებას ჰპირდება მოსახლეობას „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ღვინიაშვილი. „ ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში, ნოემბრის თვიდან თითოეულ პენსიონერს პენსია 50 ლარით მოემატება. უკვე დაანგარიშებული გვაქვს და ეს სრულიად შესაძლებელია. ადამიანებს, რომლებსაც პოლიტიკური ნიშნით, უსამართლოდ მოეხსნათ სოციალური დახმარება, ისევ დაენიშნებათ. ასევე გავაუმჯობესებთ ჯანდაცვის სფეროსაც.“
ანალოგიური დაპირებები აქვს პარტია „პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“ დეპუტატობის კანდიდატს გიორგი ხაზიურს, თუმცა ღვინიაშვილისგან განსხვავებით, ის მოსახლეობას სოციალური დახმარების გაზრდასაც ჰპირდება. „ჩვენი პარტიის ძირითადი მესიჯი პენსიის გაზრდაა, რომელიც აუცილებლად 250 ლარი იქნება. პენსიონერებს მედიკამენტები 100%-ით დაუფინასდებათ. სოციალური დახმარება გაიზრდება 50 %-ით და პარალელურად, ვისაც შეუწყდა, ისევ დაენიშნება.“

დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატი ელგუჯა გიორგაძე კი, გამარჯვების შემთხვევაში, სპეციალური კომისიის შექმნას გეგმავს, რომელიც სოციალურ სფეროს შეისწავლის. „ყველაზე რთული სიტუაცია სოციალურ სფეროშია. დეპუტატად ჩემი არჩევის შემდეგ, შევქმნი სპეციალურ კომისიას, ყველა სოფელში აღვრიცხავ სოციალურად დაუცველებს და პირადად ჩავერევი, რომ მათ დახმარება აღუდგეთ.“
დეპუტატების დაპირებებით დაინტერესდნენ და მათი გადამოწმება უკვე დაიწყეს ექსპერტებმა. „საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS)“ ინოვაციური პროექტის ფაქტ-მეტრის -ის კოორდინატორის დავით ქუტიძის განმარტებით, ამ პრობლემების მოსაგვარებლად მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, დამოუკიდებლად არანაირი ბერკეტი არ გააჩნია.

„ვცდილობთ, გავაანალიზოთ რამდენად შესრულებადია და რა რესურსი დასჭირდება ამ ყველაფერს. პენსიების და დახმარების გაზრდას, მაჟორიტარი ვერ შეძლებს. რამდენად რეალურია მათი დაპირება, ამას ღრმა ანალიზი სჭირდება. სამწუხაროდ, ქვეყანაში პენსიონერთა და სოციალურად დაუცველთა რაოდენობა იზრდება და არ იქნება იოლი პრობლემის გადაწყვეტა.“- განმარტავს დავით ქუტიძე.

დეპუტატების ნაწილი ამომრჩეველს რაიონში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, საწარმოების გახსნას და კიდევ ბევრი სხვა საკითხის მოგვარებასაც ჰპირდება.
„დღეს, მოსახლეობა წყლით მარაგდება რეზერვუარიდან. მთლიანად გურჯაანის რაიონს ვპირდები, რომ წყლის მომარაგებას თვითდინებით უზრუნველვყოფ. დახმარება შეიძლება რომელიმე ბიზნესმენს, ან მსოფლიო ბანკს ვთხოვო. ყურძენს ფასი არ აქვს. ჩემი აზრით, მთავრობამ სუბსიდია კია არ უნდა გასცეს, არამედ ამ ხარჯით სოფლებში მინი ქარხნები გააკეთოს. ჩემი არჩევის შემთხვევაში, შეიქმნება კოოპერატივები, რომელსაც 100 ადამიანი უხელმძღვანელებს. გლეხი მიიტანს ამ ქარხანაში ყურძენს და იქ წარმოებულ ღვინოს უფრო მეტი ფასი ექნება, ვიდრე ჩაბარებულ ყურძენს. მე ასე მესახება. ასეთ პრობლემებს ძალიან ადვილად მოვაგვარებ და გადავწყვეტ.“-აღნიშნა დამოუკიდებელმა კანდიდატმა ელგუჯა გიორგაძემ.

გიორგი ღვინიაშვილი(„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) კი, რეგიონში წყლისა და გაზიფიკაციის პრობლემის მოგვარებაზე საუბრობს.
„არის სოფლები, რომელთა გაზიფიცირება ჯერ კიდევ არ მომხდარა. ქალაქ გურჯაანში არ მუშაობს კანალიზაციის სისტემა, მოუწესრიგებელია კორპუსების ეზოები, გასაკეთებელია სასოფლო-სამეურნეო მიწებთან მისასვლელი გზები. იმ სოფლებში, სადაც ჩვენი ხელუფლების დროს წყლის მომარაგება პრობლემას არ წარმოადგენდა, დღეს რატომღაც სხვა ვითარებაა. როგორც დავამარცხეთ ქვეყანაში უშუქობა, ასე დავამარცხებთ უწყლოობასაც. რაც ყველაზე მთავარია, ვეცდებით და აუცილებლად გავაკეთებთ იმას, რომ გურჯაანის რაიონში ბევრი ინვესტიცია შემოვიდეს, მრავალი საწარმო გაიხსნას და ხალხი დასაქმდეს.“
ზვიად ყვირალაშვილი(„რესპუბლიკური პარტია“), მათი პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში დაბალპროცენტიანი სესხების გაცემაზე აკეთებს აქცენტს.

„ ძალიან ბევრი კითხვა გააჩინა წელს შხამქიმიკატების ხარისხზე კონტროლმა. ბევრს მოსავლის ორი მესამედი მათი უხარისხობის გამო დაუზიანდა. უნდა გაკეთდეს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე გრძელვადიანი და დაბალპროცენტიანი სესხები. გამარჯვების შემთხვევაში, ამ და სხვა პრობლემების წამოწევას ვაპირებთ. ამას საკანონმდებლო ჩარევა და მოგვარება სჭირდება. მიჩნდება შთაბეჭდილება, რომ ბევრმა კანდიდატმა არ იცის, რა არის პარლამენტის წევრის როლი და ისეთ დაპირებებს იძლევა, რაც მისი ფუნქცია არ არის. ასეთი ფორმით მიდგომა იგივე მოსყიდვა და მოტყუებაა.“
ბესარიონ ჩუგოშვილის(„ეროვნული ფორუმი“) თქმით, გლეხისთვის ეკონომიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად აუცილებელია საწარმოების შექმნა და უპროცენტო სესხის გაცემა.

„ ჩვენი მიზანია, რაიონში შეიქმნას მცირე და საშუალო საწარმოები. ამისთვის მწარმოებელმა კომერციულ ბანკში უნდა აიღოს სესხი. გამარჯვების შემთხვევაში ვაიძულებთ სახელმწიფომ მისცეს ასეთ ხალხს უპროცენტო გრძელვადიანი სესხი. აუცილებლად მოგვარდება ჯანდაცვის პროგრამის საკითხები. სოფლად გაიზრდება ამბულატორიული ქსელი. იქნება რამდენიმე პროფილის ექიმი, რათა მოსახლეობას არ დასჭირდეს რაიონში წასვლა. მოგვარდება ეკოლოგიური პრობლემები. მე არჩევნებამდე ვერ შევპირდები ვერც ერთ ამომრჩეველს ამა თუ იმ პრობლემის მოგვარებას სოფელში, რადგან არანაირი ძალა არა მაქვს. არჩევნების შემდეგ კი, უფრო ინტენსიური გახდება ჩემი შეხვედრები მოსახლეობასთან. პარტიის მიზანია, დეპუტატმა თითოეული სოფლის მაჯისცემა მიიტანოს შესაბამის კომპეტენტურ პირამდე. “

დეპუტატობის კანდიდატების ამ დაპირებებთან დაკავშირებით, ფაქტ-მეტრის კოორდინატორს დავით ქუტიძეს გარკვეული მოსაზრებები გააჩნია.
„დეპუტატებს უშუალოდ ამ დაპირების შესრულების ბერკეტი არ აქვთ, მაგრამ რადგან პოლიტიკურ პარტიებს წარმოადგენენ, აქცენტს სწორედ ამაზე აკეთებენ. ინფრასტრუქტურის, გზის ან წყლის პრობლემა, ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოების მოსაგვარებელია. ბევრი კანდიდატი ამბობს, რომ აქტიურად დააყენებს საკითხს საპარლამენტო ტრიბუნაზე და ამ გზით ეცდება პრობლემების მოგვარებას. ვინც აცხადებს, რომ უშუალოდ თვითონ გადაჭრის საკითხს, ეს ბუნებრივია, მართალი არ არის, რადგან კანონმდებლობა ამის საშუალებას არ იძლევა.“-აღნიშნა მან.
სხვებისგან განსხვავებით, ამომრჩეველს დაპირებებს არა, მაგრამ შუამავლის როლს სთავაზობენ პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“-დეპუტატობის კანდიდატი ნათია გიორგაძე, პარტია „თავისუფალი დემოკრატების“- დეპუტატობის კანდიდატი სიმონ ქოჩორაშვილი და პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი.

„მე ვიქნები შუალედური რგოლი ხალხსა და პარლამენტს შორის. ვეცდები,რაიონისთვის ბევრი სასიკეთო ინვესტიცია მოვიზიდო. გურჯაანის მუნიციპალიტეტი საკმაოდ მომხიბვლელია, როგორც სამედიცინო, ასევე ღვინის ტურიზმის კუთხით. ჩემს ამომრჩეველს მინდა ვუთხრა, რომ მე ვიქნები თითოეული მათგანის დეპუტატი, არ გავვუცხოვდები, ჩემთან წვდომა არ იქნება შეუძლებელი, ვუპასუხებ მათ ყველას ზარს.“-ნათია გიორგაძე.
„მე, როგორც დათო სონღულაშვილი, ვიტყვი, რომ უნდა ვიყო შუამავალი მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის. ყველას პრობლემა მივიტანო იქ, სადაც მათი გადაწყვეტა უნდა მოხდეს. ვიყო, მათთან ერთად მაკონტროლებელი, რომ თითოეული საკითხი დროულად და სწრაფად იყოს განხორციელებული. არ ვიყო ისეთი დეპუტატი, რომელიც ხალხთან არჩევნებიდან არჩევნებამდე არ ჩასულა. მაქსიმალურად ხშირად ვიარო მოსახლეობასთან, გავმართო შეხვედრები. ყველა ოჯახმა იგრძნოს კეთილდღეობა.“

„შეხვედრებზე მოსახლეობას ჩვენი პარტიული პროგრამას ვაცნობთ. კომპლექსურად, ძალიან ბევრი რამ აწუხებთ ადამიანებს, როგორც სოციალური კუთხით ასევე, სხვა.როგორც მაჟორიტარობის კანდიდატი, მათ გვერდში დგომას ვპირდები. შეიძლება, ყველა საკითხი ერთნაირად ვერ გადავუჭრა, მაგრამ აუცილებლად იმას დავანახებ, რომ გულთან მივიტანე მათი პრობლემა და გვერდში დავუდექი.“ - სიმონ ქოჩორაშვილი.
დავით ქუტიძის თქმით, დეპუტატმა აუცილებლად უნდა მიიღოს კანონშემოქმედებით საქმიანობაში მონაწილეობა, დააყენოს საკანონმდებლო ინიციატივები და იყოს რგოლი პარლამენტსა და მოსახლეობას შორის.

მარინა ბეროშვილი


| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
N 12 გურჯაანის საოლქო-საარჩევნო კომისიამ უბნებიდან შემოსული ორი
საჩივარი განიხილა.
N 12 გურჯაანის საოლქო-საარჩევნო კომისიამ უბნებიდან შემოსული ორი საჩივარი განიხილა.
10:05 / 03.11.2016
გურჯაანის ნომერ მეთორმეტე საოლქო საარჩევნო კომისიაში, მხოლოდ ორი
საჩივარია შესული.
გურჯაანის ნომერ მეთორმეტე საოლქო საარჩევნო კომისიაში, მხოლოდ ორი საჩივარია შესული.
14:36 / 01.11.2016
"ქართული ოცნების“ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი არჩევნების შედეგებს აფასებს და ამომრჩეველს ნდობისთვის მადლობას უხდის.
16:14 / 31.10.2016
წინასწარი შედეგებით საპარლამენტო აჩევნების მეორე ტურში, კახეთის
ხუთივე ოლქში,
წინასწარი შედეგებით საპარლამენტო აჩევნების მეორე ტურში, კახეთის ხუთივე ოლქში, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატებმა მხოლოდ ორი უბანი მოიგეს გურჯაანის #34 ჩალაუბნის უბანი და ახმეტის #11 მატანის საარჩევნო უბანი.
12:40 / 31.10.2016
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 8 / 11 °C
img
საგარეჯო 7 / 10 °C
img
დ.წყარო 6 / 8 °C
img
სიღნაღი 8 / 13 °C
img
ლაგოდეხი 7 / 11 °C
img
ყვარელი 8 / 11 °C
img
თელავი 8 / 10 °C
img
ახმეტა 7 / 9 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.