რეაბილიტაციის გამო კახეთში რამდენიმე მუნიციპალიტეტს დენი გაეთიშება
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 27 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება
შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.
13:00-დან 18:30 საათამდე თელავში სამხედრო ქალაქის დასახლებას,
თამარის და გონაშვილის ქუჩებს
10:30-დან 18:00 საათამდე გურჯაანში გურამიშვილის და ფალიაშვილის
ქუჩებს. ასევე სოფელ გურჯაანს
11:00-დან 18:00 საათამდე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებს:
მაჩხაანს, მირზაანს და ქვემო ქედში 46 აბონენტს
11:00-დან 13:30 საათამდე სიღნაღის მუნიციპალიტეტში სოფლებს: ანაგას,
ვაქირს, საქობოს, მაშნაარს და ბოდბეს
11:30- დან 19:00 საათამდე წნორში რუსთაველის ქუჩას და სოფელ
ბოდვისხევს
13:00-დან 18:00 საათამდე ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებს:
ბალღოჯიანს, მთისძირს, თხილისწყაროს და ახალსოფლის ნაწილს
სამუშაოების დასრულებისთანავე ენერგომომარაგება უწყვეტ რეჟიმში
აღდგება.
მასალის გამოყენების პირობები