საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული
შტატების „ჰელსინკის კომისია“ სოციალურ ქსელ X-ის ოფიციალურ გვერდზე
განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ხალხის მასობრივი წინააღმდეგობის
მიუხედავად, „ქართული ოცნება“ მსოფლიოს ავტოკრატებთან ინტეგრაციას
განაგრძობს.
საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული
შტატების „ჰელსინკის კომისია“ სოციალურ ქსელ X-ის ოფიციალურ გვერდზე
განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ხალხის
მასობრივი წინააღმდეგობის მიუხედავად, „ქართული ოცნება“ მსოფლიოს
ავტოკრატებთან ინტეგრაციას განაგრძობს.
„ქართული ოცნება“ ქართველებს მათ მიერ არჩეულ ევროატლანტიკური
ინტეგრაციის გზას აშორებს და მიათრევს აგრესორების ღერძისკენ, რომელთა
მიზანია დემოკრატიული მსოფლიო წესრიგის განადგურება.
ქართველი ხალხის მასობრივი წინააღმდეგობის მიუხედავად, „ქართული
ოცნება“ განაგრძობს მსოფლიოს ავტოკრატებთან ინტეგრაციას, “ -
აღნიშნულია განცხადებაში.
ივნისში საქართველოს პრემიერ-მინისტრი კობახიძე დაესწრო ირანის
პრეზიდენტ ფეზეშქიანის ინაუგურაციას. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც
„ქართული ოცნება“ ეცადა, გაეძლიერებინა ეკონომიკური კავშირები ირანსა
და საქართველოს შორის. თავის მხრივ, გავრცელებული ცნობების თანახმად,
ირანთან დაკავშირებული ჯგუფები მხარს უჭერდნენ „ქართული ოცნების“
კამპანიას და ავრცელებდნენ ანტიდასავლურ ნარატივებს.
აგვისტოში „ქართულმა ოცნებამ“ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება
გააფორმა ჩინეთთან. ჩინური კონსორციუმი ამჟამად აშენებს მასშტაბურ
ღრმაწყლოვან პორტს ანაკლიაში, ჩინეთის „სარტყელი და გზის“ ინიციატივის
ფარგლებში,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
ამავე განცხადების მიხედვით, თუ „ქართული ოცნება“ ძალაუფლების
მიტაცებაში გაიმარჯვებს, პარტია საქართველოს გადააქცევს ძალის
დემონსტრირების და ეკონომიკური შესაძლებლობების ადგილად არა მხოლოდ
რუსი მფარველების, არამედ ჩინეთისა და ირანისთვისაც, რომლებსაც სულ
უფრო უახლოვდება.
ცნობისთვის, აშშ-ის „ჰელსინკის კომისია“, სამთავრობო უწყებაა და
მონიტორინგს უწევს ადამიანის უფლებების, უსაფრთხოების და ეკონომიკური
თანამშრომლობის საკითხებს ეუთოს წევრ 57 ქვეყანაში.
მასალის გამოყენების პირობები