თიბისის მობაილბანკმა Global Business and Finance Magazine-ის 3 საერთაშორისო ჯილდო მიიღო
გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Business and
Finance Magazine-მა ყოველწლიური შედეგები გამოაქვეყნა. 2024 წელს
თიბისიმ, როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის მასშტაბით, განსაკუთრებულ
აღიარებას 3 ნომინაციაში მიაღწია.
ესენია:
• საუკეთესო მობაილბანკი საქართველოში - Best Digital Bank
Georgia
• წლის საუკეთესო მობაილბანკინგის ბრენდი საქართველოში - Best Digital
Banking Brand Of The Year Georgia
• ყველაზე ინოვაციური მობაილბანკი საქართველოში - Most Innovative
Digital Bank Georgia
თიბისისთვის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის ციფრული სერვისების
განვითარება და დახვეწა პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ძალიან
მნიშვნელოვანია, რომ გამოცემამ თიბისი 3 ნომინაციაში დააჯილდოვა
წარმატებული ინიციატივებისთვის.
Global Business and Finance Magazine რეგულარულად აჯილდოებს
საუკეთესო შედეგების მქონე ბანკებსა და ფინანსური სერვისების სხვა
მიმწოდებლებს. მსოფლიოს ფინანსური საზოგადოებისთვის კი, Global
Business and Finance Magazine-ის ჯილდოები საბანკო საქმიანობის
შეფასების სანდო და ობიექტური სტანდარტია.
[R]
მასალის გამოყენების პირობები