შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, 31
ივლისს ჩუმლაყსა და ყიტაანში 07:00 საათიდან 16:00 საათამდე ბუნებრივი
გაზის მიწოდება შეწყდება. ამის მიზეზი ჩუმლაყის გაზგამანაწილებელ
სადგურში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია.
„გაცნობებთ, რომ შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია
ჩუმლაყის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო სამუშაოებს
განახორციელებს.
აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით მ/წ 31 ივლისის 07:00 საათიდან
16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ აღნიშნული
გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს.კერძოდ გურჯაანის
მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ჩუმლაყსა და ყიტაანს.
ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში
სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის
ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია
ეტაპობრივად განახორციელებს,“ - აღნიშნულია კომპანიის მიერ
გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები