საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს 13 მსჯავრდებული
შეიწყალა.
აღსანიშნავია, რომ შეწყალების აქტი შეეხო ასევე 2 მსჯავრდებულს,
რომელთა სასჯელები თავისუფლების აღკვეთასთან არ არის
დაკავშირებული.
"საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 13 მსჯავრდებული შეიწყალა. 6
მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში
თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან,
ხოლო 5 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი
სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის, 1 ქალ მსჯავრდებულს. შეწყალების
აქტი შეეხო ასევე 2 მსჯავრდებულს, რომელთა სასჯელები თავისუფლების
აღკვეთასთან არ არის დაკავშირებული."- ნათქვამია ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები