ჯანდაცვის სამინისტრო ონლაინ კონსულტაციით რეცეპტის გამოწერის წინააღმდეგ
ჯანდაცვის მოწინავე სისტემების ბიუროსგან მოქალაქეებს მისდით
სატელეფონო შეტყობინება, სადაც აღნიშნულია რომ ოჯახის ექიმთან
კონსულტაცია მათ ტელეფონით, სრულიად უფასოდ შეუძლიათ.
„speqtri.ge“-მ ერთგვარი ექსპერიმენტი ჩაატარა. მითითებულ ნომერზე
დავრეკეთ და კონსულტაცია ნამდვილად უფასოდ გაგვიწიეს. გვითხრეს, რომ
მათ ონლიან რეცეპტის გამოწერაც შეეძლოთ, რისი საშუალებითაც
მედიკამენტების შეძენას „ფარმადეპოში“ შევძლებდით.
აღნიშნულ პროექტს ჯანდაცვის მოწინავე სისტემების ბიურო და შპს
„ეი-ბი-სი ფარმაცია“ იგივე „ფარმადეპო“ ახორციელებენ.
ამის თაობაზე დავა სასამართლოში ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს,
აღნიშნულ ბიუროსა და აფთიაქს შორის გასულ წელს დაიწყო და ჯერაც არ
დასრულებულა.
საკითხის გარკვევას ჯანდაცვის სამინისტროში შევეცადეთ,
„რეცეპტს დაქვემდებარებული მედიკამენტების ელექტრონული
რეცეპტებით შეძენის შესაძლებლობასთან დაკავშირებით ჯანდაცვის
მინისტრმა განაცხადა: "მკაფიოდ უნდა განისაზღვროს რა არის ელექტრონული
რეცეპტი და რა არის სატელეფონო კონსულტაცია. სატელეფონო კონსულტაციით
რეცეპტის გამოწერა ეწინააღმდეგება დადგენილ ნორმებს და კანონებს და ის
არის არალეგალური მოქმედება, რაზეც შესაბამის რეაგირებას აკეთებს
ჯანდაცვის სამინისტრო. რაც შეეხება ონლაინ, ანუ ელექტრონულ რეცეპტს,
ეს მიღებული ფორმაა. უკვე 2 წელია, რაც პირველი ჯგუფის მედიკამენტებზე
მუშაობს და უახლოეს პერიოდში დაიწყება უფრო ფართო შესაძლებლობები,
როცა პაციენტს არ ექნება იმის საჭიროება, რომ ქაღალდის ინფორმაციის
მატარებელი ჰქონდეს. როდესაც გამოუწერს რეცეპტს, ექიმს შეეძლება, რომ
ატვირთოს ეს ინფორმაცია და პაციენტმა ქაღალდი არ ატაროს და აფთიაქს
ექნება იმის საშუალება, რომ დადასტურებულად კანონით დადგენილი ფორმით,
ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტების საფუძველზე გასცეს
მედიკამენტი“.-განაცხადეს რეგულირების სააგენტოში.
ჯანდაცვის სამინისტრის მიერ „speqtri.ge“-სთვის მოწოდებული
ინფორმაციის თანახმად ირკვევა, რომ „ფარმადეპო“ 2015 წლის
სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით საქართველოს კანონის 374 მუხლის მე-3
პუნქტის თანახმად, („წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“)
ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის რამდენჯერმე დაჯარიმდა,
რამდენიმე საქმეს კი სასამართლო განიხილავს.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოება მიმდინარეა და არ
დასრულებულა, სასამართლო სხდომა 23 მარტსაა ჩანიშნული.
მასალის გამოყენების პირობები