სამართალი
გურჯაანის სამმართველოს თანამშრომლების საქმეზე პროკურატურას შემაჯამებელი გადაწყვეტილება არ მიუღია
კახეთის საოლქო პროკურატურა გურჯაანის რაიონული სამმართველოს უფროსის გიორგი კრაწაშვილისა და სხვა სამართალდამცველების წინააღმდეგ ძიებას აგრძელებს.
საქმე 19 წლის ლადი ელიკაშვილის საჩივარს ეხება, რომლის მიხედვითაც ის კახეთის კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებს ცემაში ადანაშაულებს.

საქმე გასული წლის ნოემბერში აღიძრა და როგორც speqtri.ge-ს პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს, შემჯამებელი გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.

მომდართან დაკავშირებით ძიება სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. (მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია,- ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.)


| Print |
FaceBook Twitter Google