გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს სტაჟირებას მერიის
სტრუქტურულ ერთეულებში. შეირჩევა 17 სტაჟიორი მერიის შემდეგ
სტრუქტურულ ერთეულებში:
1. ადმინისტრაციული სამსახური - 2 სტაჟიორი;
2. შიდა აუდიტის სამსახური - 2 სტაჟიორი;
3. ეკონომიკის სამსახური - 2 სტაჟიორი;
4. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური - 2 სტაჟიორი;
5. კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური
- 2 სტაჟიორი;
6. იურიდიული სამსახური - 1 სტაჟიორი;
7. ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახური -
2 სტაჟიორი; თ. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური- 1
სტაჟიორი;
8. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური - 1
სტაჟიორი.
9. ზედამხედველობის სამსახური - 2 სტაჟიორი;
მიიღება მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირი ან უმაღლესი
სასწავლებლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი შესაბამისი სპეციალობის
მიხედვით.
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ აუცილებელ
მოთხოვნებს:
ა) უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება, ან უნდა იყოს უმაღლესი
სასწავლებლის
დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
ბ) იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე;
გ) სრულყოფილად ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას;
დ) ფლობდეს კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს;
სტაჟირების მსურველმა კანდიდატმა 2020 წლის 27 თებერვლამდე, მერიაში
უნდა წარადგინოს:
ა) განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან;
დ) რეზიუმე (CV);
ე) ორი ფოტოსურათი (3X4).
გასაუბრება ჩატარდება განცხადების წარდგენის ვადის ამოწურვიდან ორი
კვირის შემდეგ. სტაჟირება ერთჯერადი ხასიათისაა, ტარდება
სასწავლო/პროფესიული გამოცდილების მიღების მიზნით და ანაზღაურების
გარეშე. ვადა შეადგენს ექვს თვეს. სამუშაო პერიოდი განისაზღვრება 9
სთ-დან 18 სთ-მდე.
მასალის გამოყენების პირობები